მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იყო რაღაც ფაქტორები, რამაც [სებ-ისთვის] რეპუტაციული რისკები შექმნა - დავით უტიაშვილი
იყო რაღაც ფაქტორები, რამაც [სებ-ისთვის] რეპუტაციული რისკები შექმნა - დავით უტიაშვილი

იყო რაღაც ფაქტორები, რამაც [სებ-ისთვის] რეპუტაციული რისკები შექმნა - დავით უტიაშვილი

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 21:55|bm.ge

„რაღაც ფაქტორები იყო, რაც შეიძლება არ იყო სასურველი და რეპუტაციული რისკები შექმნა, თუმცა შევხედოთ შედეგებს“, - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი კითხვას სებ-ის მმართველობით შეცდომებზე.

„ანალიტიკასთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ გრძელვადიანი მიზნები მიღწეულია, ამიტომ რაიმე მსხვილი შეცდომა დაშვებული არ ყოფილა.

- სებ-ი, როგორც ინსტიტუცია თავს არიდებს ხოლმე იმაზე საუბარს, თუ რა შეიძლება იყოს მისი შეცდომები მაშინაც კი, როდესაც ეს შეცდომები თვალსაჩინოა. მაგალითად, ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით, რამაც შედეგები დააყენა დღის წესრიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან მიმართებით, ახლა ნანა ყეინიშვილის საქმე, რომელიც ვერ გავიგეთ რა ტიპის საქმეა და რამდენად მძიმეა ინსტიტუციურად. ამას რეპუტაციასთან და ნდობასთან ასე თუ ისე აქვს კითხვის ნიშნები. იგივე Fitch-ის "ანალიტიკასთან" ინტერვიუშიც იყო მინიშნება, რომ მმართველობითი შეცდომები არის, უბრალოდ ამ მმართველობით შეცდომებს შესაძლოა დღეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე პირდაპირი გავლენა არ აქვთ, მაგრამ მაღალი რწმუნებადობა უნდა გვქონდეს, რომ ეს არც მომავალში გადაითარგმნება ამაში. ამიტომ შეცდომებზეც მითხარით - რა შეცდომები დაგიშვიათ ამ დროის განმავლობაში?

- დავეთანხმები Fitch-ს, რა თქმა უნდა, რაღაც ფაქტორები იყო, რაც შეიძლება არ იყო სასურველი და რეპუტაციული რისკები შექმნა, თუმცა შევხედოთ შედეგებს. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა არის ფასების სტაბილურობა, სტაბილურობა მაკროეკონომიკაში, ფინანსური სტაბილურობა და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ეს მიზნები გრძელვადიან პერიოდში თუ შევხედავთ, ცალსახად მიღწეულია, ამიტომ რაიმე მსხვილი შეცდომა ჩვენ არ დაგვიშვია.

ჩემს მიმართულებაზე ვიტყვი, ვთქვათ, ფინანსური სტაბილურობის კუთხით, რამაც შეიძლება სხვა ბევრ რამეზე გავლენა მოახდინა - დედოლარიზაციის კუთხით რაღაც პერიოდებში ალბათ უფრო აქტიურები უნდა ვყოფილიყავით. მაგალითად, ხანდახან იყო ეს, რომ ჩვენ პოლიტიკა გავამკაცრეთ, მათ შორის მონეტარული პოლიტიკა იმისთვის, რომ ინფლაციასთან გვებრძოლა, მაგრამ დოლარის სესხები გაიზარდა. მე თუ მკითხავთ, ალბათ შეიძლებოდა რაღაც პერიოდებში უფრო აქტიურად გვებრძოლა დოლარიზაციის წინააღმდეგ, როგორც ბევრმა ჩვენმა რეგიონის სხვა ქვეყანამ ქნა, თუმცა მაშინაც, გახსოვთ, პირიქით გვაკრიტიკებდნენ, რომ ხალხს სესხები გაუძვირდება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შემცირდება და ასე შემდეგ. ამიტომ ეროვნულ ბანკს მუდმივად უწევს ამ დილემების წინაშე ყოფნა. ჩვენ ვცდილობთ, რომ გრძელვადიანად ჩვენი პოლიტიკა იყოს ძალიან ეფექტური და ვფიქრობ, რომ არის კიდეც, ხოლო მოკლევადიანად ხანდახან გვიწევს დავაბალანსოთ ეს გადაწყვეტილებები.

"მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებს ვუყურებთ"|როგორ აფასებს Fitch-ი სებ-ის დამოუკიდებლობას?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 გარდაცვლილი ამოასვენეს | მაშველები კიდევ 4 ადამიანს ეძებენ

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 გარდაცვლილი ამოასვენეს | მაშველები კიდევ 4 ადამიანს ეძებენ

BM.GE

საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა რაოდენობა 20.2%-ით გაზარდა - საერთაშორისო მიმოსვლაში 5.6-ჯერადი ზრდაა

საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა რაოდენობა 20.2%-ით გაზარდა - საერთაშორისო მიმოსვლაში 5.6-ჯერადი ზრდაა

BM.GE

აშშ-მა ვენესუელასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

აშშ-მა ვენესუელასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

BM.GE

"მიღწეულია რიგი შეთანხმებები" - ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა დასრულდა

"მიღწეულია რიგი შეთანხმებები" - ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა დასრულდა

BM.GE