მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯივიპიმ სემეკს 2022–2026 წლების ანგარიში და Aqualia-ს მმართველობის შედეგები წარუდგინა
ჯივიპიმ სემეკს 2022–2026 წლების ანგარიში და Aqualia-ს მმართველობის შედეგები წარუდგინა

ჯივიპიმ სემეკს 2022–2026 წლების ანგარიში და Aqualia-ს მმართველობის შედეგები წარუდგინა

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 23:18|bm.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2022–2026 წლებში განხორციელებული საქმიანობისა და სტრატეგიული ტრანსფორმაციის ანგარიში წარუდგინა.

2022 წლიდან კომპანიის მართვაში საერთაშორისო დარგობრივი ინვესტორის, Aqualia-ს შემოსვლამ საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ საოპერაციო და სტრუქტურულ ცვლილებებს, კერძოდ:

• უპრეცენდენტო ინვესტიციები:2023–2026 წლებში კაპიტალდაბანდებამ 480 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა 4 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. რეაბილიტირდა 300 კმ-ზე მეტი მაგისტრალური ქსელი, ხოლო წყალსადენისა და წყალარინების ქსელების ჯამური სიგრძე 22%-ით (1,337 კმ-ით) გაიზარდა. • საოპერაციო ეფექტიანობა:წყლის დანაკარგები 29.2 მლნ მ³-ით შემცირდა, ხოლო წყლის რეალიზაცია 14.9%-ით გაიზარდა. ამასთან, ყოველ რეალიზებულ კუბურ მეტრზე ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა. • პრევენციული მართვა:მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ავარიების სიხშირე, ასევე ყოველდღიური გარდამავალი ინციდენების რაოდენობა. • შრომის უსაფრთხოება და კადრები:კადრების გადინება 10%-მდე შემცირდა, ხოლო სამუშაო ადგილზე ინციდენტების სიხშირე - 89%-ით. • ციფრული სერვისები:ამოქმედდა განახლებული ვებგვერდი და მომხმარებლის პირადი კაბინეტი, ხოლო 2027 წლიდან მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი გახდება მობილური აპლიკაციაც.

Aqualia-ს გრძელვადიანი სტრატეგია ინვესტიციების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და მოსახლეობისთვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის წყალმომარაგების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ტურისტულებზე, სასტუმროებზე, რესტორნებზე, გიდებზე ან მძღოლებზე ეს მოგება პირდაპირ არ აისახება" - გიორგიძე

"ტურისტულებზე, სასტუმროებზე, რესტორნებზე, გიდებზე ან მძღოლებზე ეს მოგება პირდაპირ არ აისახება" - გიორგიძე

BM.GE

მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის საბჭოებს შესაძლო შერწყმის განხილვა დაავალა

მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის საბჭოებს შესაძლო შერწყმის განხილვა დაავალა

BM.GE

ბრიუსელში Euronews გაფართოების სამიტი იმართება - მონაწილეთა შორის ირაკლი კობახიძეცაა

ბრიუსელში Euronews გაფართოების სამიტი იმართება - მონაწილეთა შორის ირაკლი კობახიძეცაა

BM.GE

რატომ უჭირთ ქართველ გადამზიდავებს ევროპულ ბაზარზე გადართვა? - გიორგი ნემსაძის შეფასება

რატომ უჭირთ ქართველ გადამზიდავებს ევროპულ ბაზარზე გადართვა? - გიორგი ნემსაძის შეფასება

BM.GE