მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის საბჭოებს შესაძლო შერწყმის განხილვა დაავალა
მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის საბჭოებს შესაძლო შერწყმის განხილვა დაავალა

მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის საბჭოებს შესაძლო შერწყმის განხილვა დაავალა

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 23:54|bm.ge

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის სამეთვალყურეო საბჭოებში შესაძლო შერწყმის საკითხის განსახილველად სპეციალური კომიტეტები შეიქმნა. ინფორმაცია ორივე კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა კვარტალური ფინანსური შედეგებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააჟღერა. მასკის განმარტებით, კომიტეტებს გარიგების პირობებზე შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ და არც იმის გარანტია არსებობს, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება. თუმცა მილიარდერი მიიჩნევს, რომ კომპანიების გაერთიანებას დიდი უპირატესობა ექნება.

აღსანიშნავია, რომ მასკი არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში არ შევა და საბოლოო გადაწყვეტილებას აქციონერებს მიანდობს.

რაც შეეხება პოტენციური გარიგების მასშტაბს, ანალიტიკოსები კომპანიების მჭიდრო საქმიანი კავშირების გათვალისწინებით შერწყმის შესაძლებლობას უკვე დიდი ხანია განიხილავენ. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მსოფლიოს უმსხვილესი კომერციული რაკეტების მწარმოებელი, თანამგზავრული ინტერნეტის ოპერატორი და სიდიდით მეორე ელექტრომობილების მწარმოებელი ერთი კორპორაციული ქოლგის ქვეშ მოექცევა. შედეგად, შესაძლოა $3.5-ტრილიონიანი კომპანია დაარსდეს, თუმცა ჯერ უცნობია, რა სახელით იქნება ის წარმოდგენილი საფონდო ბირჟაზე.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი ორივე კომპანიაში მნიშვნელოვან წილს და SpaceX-ში ხმის უფლების საკონტროლო პაკეტს ფლობს. ამასთან, მას საკუთარი ბიზნესების გაერთიანების გამოცდილება წარსულშიც ჰქონია. მიმდინარე წლის დასაწყისში მილიარდერმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI კომპანია SpaceX-ს შეუერთა, 2016 წელს კი Tesla-მ მზის ენერგიის კომპანია SolarCity შეისყიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

24 და 25 ოქტომბერს „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება

24 და 25 ოქტომბერს „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება

BM.GE

შობადობის კლება და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა - რამდენად მდგრადია ევროპის საპენსიო სისტემები?

შობადობის კლება და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა - რამდენად მდგრადია ევროპის საპენსიო სისტემები?

BM.GE

უკრაინისთვის სამხედრო Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვის გადაწყვეტილება პირადად ილონ მასკმა მიიღო - WSJ

უკრაინისთვის სამხედრო Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვის გადაწყვეტილება პირადად ილონ მასკმა მიიღო - WSJ

BM.GE

"ტურისტულებზე, სასტუმროებზე, რესტორნებზე, გიდებზე ან მძღოლებზე ეს მოგება პირდაპირ არ აისახება" - გიორგიძე

"ტურისტულებზე, სასტუმროებზე, რესტორნებზე, გიდებზე ან მძღოლებზე ეს მოგება პირდაპირ არ აისახება" - გიორგიძე

BM.GE