
"ტურისტულებზე, სასტუმროებზე, რესტორნებზე, გიდებზე ან მძღოლებზე ეს მოგება პირდაპირ არ აისახება" - გიორგიძე
ტურისტული კომპანია AG TRAVEL & ADVENTUR-ის დამფუძნებლის შეფასებით, 9 თვეში ტურიზმის გაზრდილი რიცხვები, მაღალი ინფლაციის გათვალისწინების, დარგის წარმომადგენლებზე პირდაპირპროპორციულად არ აისახება. ამის შესახებ ალექსანდრე გიორგიძემ "საქმის კურსთან" იანვარ-სექტემბრის ტურისტული ვიზიტებისა და შემოსავლების გაზრდილ მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.
გიორგიძე განმარტავს, რომ გაზრდილი დანახარჯების გამო ბიზნესის მოგების მარჟა ამ ზრდას ხშირ შემთხვევაში, ვერ მიყვება
„კი ბატონო, რიცხვები ზრდას აჩვენებს, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორია ინფლაცია, როგორ არის გაზრდილი საწვავის ხარჯი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები... - ვერ ჩავთვლით, რომ კერძო ბიზნესს მნიშვნელოვანი მოგება აქვს. ტურისტულ კომპანიებზე, სასტუმროებზე, რესტორნებზე, გიდებზე, მძღოლებზე ეს მოგება პირდაპირპროპორციულად არ აისახება“, - ამბობს bm.ge-სთან ალექსანდრე გიორგიძე - ტურისტული კომპანია „AG TRAVEL & ADVENTUR-ის“ დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.04%-ით მეტია. ტურისტულ ვიზიტების მაჩვენებელი კი ისტორიულ მაქსიმუმზეა, 4 მილიონს აჭარბებს და წინა წელთან შედარებით, 2.3%-იანი ზრდას აჩვენებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით , იგივე საანგარიშო პერიოდში , შემოსავალი, რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან მიიღო, 3.8 მლრდ დოლარია, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა.
BM.GE
წყარო: bm.ge