მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. J.P. Morgan-ის ახალ $328-მილიარდიან ინდექსში ლარის სახაზინო ობლიგაციებიც შევა - რას ნიშნავს ეს?
J.P. Morgan-ის ახალ $328-მილიარდიან ინდექსში ლარის სახაზინო ობლიგაციებიც შევა - რას ნიშნავს ეს?

J.P. Morgan-ის ახალ $328-მილიარდიან ინდექსში ლარის სახაზინო ობლიგაციებიც შევა - რას ნიშნავს ეს?

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 18:52|bm.ge

უმსხვილესმა ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა J.P. Morgan-მა განვითარებადი, ე.წ. frontier ბაზრების ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციებისთვის ახალი ინდექსი GBI-EM Edge შექმნა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიც შედის.

J.P. Morgan-ის მიერ შექმნილი ინდექსის საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით $328 მილიარდია და ის 26 ქვეყნის, 24 ეროვნული ვალუტისა და 425 ინსტრუმენტის ობლიგაციებს მოიცავს. საქართველოს წილი ინდექსში 1.79%-ია. ეს ნიშნავს, რომ როდესაც გლობალური ინვესტორები ამ ინდექსს შეიძენენ, J.P. Morgan-ი შესაბამისი წილით საქართველოს სახაზინო ობლიგაციებს იყიდის, რაც საქართველოს შიდა ვალზე საგარეო მოთხოვნას გაზრდის.

GBI-EM Edge-ის მიზანია ისეთი frontier ბაზრების ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც შედარებით მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებული პირობებით ხასიათდებიან. ინდექსში შესატან ობლიგაციას მინიმუმ $250 მილიონი ეკვივალენტის მოცულობა და ვადამდე დარჩენილი არანაკლებ 2.5 წელი უნდა ჰქონდეს. ამასთან, ერთი ქვეყნის მაქსიმალური წილი ინდექსში 8%-ით არის შეზღუდული.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ინდექსში ქვეყნის ჩართვა ნიშნავს, რომ ლარში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ბენჩმარკის ნაწილი გახდა. საერთაშორისო ინდექსებს ინსტიტუციური ინვესტორები და აქტივების მმართველი კომპანიები პორტფელების სტრუქტურირებისა და შედეგების შესაფასებლად იყენებენ. J.P. Morgan-ის არსებული GBI-EM ინდექსების მეთოდოლოგიაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზეა ორიენტირებული.

საქართველოს ხელისუფლება ინდექსში მოხვედრას ადგილობრივი ობლიგაციების ბაზრის განვითარების პროცესს უკავშირებს. ამ მიმართულებით, 2026 წლის მაისში, ადგილობრივ ბაზარზე სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება განხორციელდა, რომელშიც, სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ინვესტორების მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

ახალი ინდექსი ძირითადად ისეთ ქვეყნებს მოიცავს, რომელთა ადგილობრივი ვალუტის სახელმწიფო ვალის ბაზრები ბოლო წლებში გაფართოვდა. ინდექსში ყველაზე დიდი წონები ეგვიპტეს, ვიეტნამს, მაროკოს, ყაზახეთს, ბანგლადეშს, პაკისტანს, ნიგერიასა და შრი-ლანკას აქვთ. ინდექსის დაახლოებით 45% აფრიკის ქვეყნებზე მოდის, ხოლო თითქმის მესამედი Frontier Asia-ს ქვეყნებზე.

J.P. Morgan-ის შეფასებით, GBI-EM Edge-ის შემადგენლობაში შემავალი ობლიგაციების ნომინალური შემოსავლიანობა დაახლოებით 10.4%-ია, რაც ფართო განვითარებადი ბაზრების ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების ინდექსზე დაახლოებით 4.4 პროცენტული პუნქტით მაღალია.

საქართველოს წილი 1.79% ნიშნავს, რომ ქვეყნის ობლიგაციებს ახალ ინდექსში შედარებით მცირე, თუმცა ცალკე გამოყოფილი წონა ექნება. ინდექსის ამოქმედებამ შესაძლოა გაზარდოს იმ საერთაშორისო ფონდების ყურადღება საქართველოს ლარში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმართ, რომლებიც შესაბამის ბენჩმარკებს პორტფელების მართვისას იყენებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეს 1750 ლარის ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა და თაღლითურად მიითვისა - შსსტვ პირველი
  • ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლესფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა ნავთობქიმიური პროდუქციის ექსპორტი 3 თვით აკრძალა

რუსეთმა ნავთობქიმიური პროდუქციის ექსპორტი 3 თვით აკრძალა

BM.GE

გიორგი მაისურაძე: „განვითარება მოქმედებით იწყება“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის ისტორია

გიორგი მაისურაძე: „განვითარება მოქმედებით იწყება“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის ისტორია

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, რუსთაველის რეაბილიტაციის დასრულების ვადა არ შეცვლილა - მერია

კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, რუსთაველის რეაბილიტაციის დასრულების ვადა არ შეცვლილა - მერია

BM.GE