ორიგინალი
Ka Group : ჩინეთი ქართული ზამთრის კურორტებისთვის ახალი ბაზარი შეიძლება, გახდეს
BM.GE·00:05

Ka Group : ჩინეთი ქართული ზამთრის კურორტებისთვის ახალი ბაზარი შეიძლება, გახდეს

27 ნოემბერი, 2026 · 00:05

ჩინეთის ბაზარი შესაძლოა, მომდევნო წლებში ზამთრის ქართული კურორტებისთვის ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდეს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ KA Group-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინა ჭიღლაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიის სასტუმროებში ამჟამად ყველაზე მეტი სტუმარი ისრაელიდან, გერმანიიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოდის. შედარებით მცირეა საფრანგეთის, პოლონეთისა და ინდოეთის ბაზრების წილი. ამასთან, ინდოელი ტურისტებისთვის ზამთრის კურორტებზე დასვენება ყოველთვის თხილამურებით სრიალს არ უკავშირდება.

„ძირითადად ისევ აქტუალურია ისრაელი, გერმანია, სპარსეთის ყურის ქვეყნები, შემდეგ უკვე მოდის დაბალი წილით საფრანგეთი, პოლონეთი და ინდოეთი. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ალბათ, ინდოეთი ნაკლებად დაინტერესებულია სრიალით, მათთვის უფრო თოვლი და მთებში დასვენება არის საინტერესო ფაქტორი, ვიდრე დამატებითი აქტივობები, რაც ზამთრის კურორტებზე გვაქვს.

ევროპის ქვეყნებისთვის საინტერესოდ ვრჩებით, თუმცა მათი პროცენტული წილი არც ისე მაღალია გუდაურში ზოგადად, ჩვენს სასტუმროში შეიძლება, ითქვას, მაღალია იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ სასტუმროს ინტერიერიც განსხვავებულია, განსაკუთრებულია და ვიზიდავთ ევროპელ დამსვენებელს, პლუს არაერთ ონლაინ სარეზერვაციო სისტემაზე დიდი დოზით ვმუშაობთ, რომ ეს კონტინგენტი მაქსიმალურად ტრიალებდეს ჩვენს სასტუმროში“, - აცხადებს ნინა ჭიღლაძე.

მისივე თქმით, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების ქცევა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად არ იცვლება. ბაკურიანშიც, კომპანიის დაკვირვებით, შენარჩუნებულია წინა წლის მსგავსი სურათი - აქტიურობენ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული და ქართველი დამსვენებლები, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ოჯახებით მოგზაურობენ. თუმცა როგორც ჭიღლაძე აღნიშნავს, მომდევნო წლისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო ჩინეთი იქნება. მისი თქმით, ამჟამად ტურისტულ პარტნიორებთან მომდევნო წლის კონტრაქტებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, გარდამტეხი მომდევნო წელი იქნება, რადგან ჩინეთის ბაზრის მხრიდან ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ეტაპზე სწორედ მომავალი წლისთვის მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმება. შესაბამისად, ჩინეთი იქნება ახალი ბაზარი, რომლის ქცევასა და მოთხოვნებსაც უნდა დავაკვირდეთ, რათა ჩვენი შეთავაზებები მათ ინტერესებს მოვარგოთ“, - ამბობს ის.

ჭიღლაძის შეფასებით, ახალი ბაზრის გააქტიურება სასტუმროებს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ შეისწავლონ ჩინელი ტურისტების მოთხოვნები და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები შეიმუშაონ.

ამასთან, მისივე თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ კურორტებზე არსებული სერვისებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაც.

ამ კონტექსტში ის დადებითად აფასებს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) გაციფრულების პროცესს, რომლის შედეგადაც დამსვენებლებს სრიალთან დაკავშირებული ინფორმაციის წინასწარ მიღება შეეძლებათ.

„ვფიქრობ, MTA-ის გაციფრულებას აუცილებლად დადებითი გავლენა ექნება, რადგან დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, რომლებიც სრიალს უკავშირდება. გასულ წელს იყო შემთხვევები, როდესაც საბაგირო ან სხვა ინფრასტრუქტურა გარკვეული დროით ჩერდებოდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენამდეც დაგვიანებით აღწევდა. შედეგად, დამსვენებლებსაც უჭირდათ ზუსტი ინფორმაციის მიღება და ზოგჯერ მათ კითხვებზე პასუხის დროულად გაცემა ვერ ხერხდებოდა. გაციფრულების შედეგად ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი და ოპერატიული გახდება, რაც როგორც ბიზნესს, ისე დამსვენებლებს პროცესების უკეთ ორგანიზებაში დაეხმარება“, - აღნიშნავს ნინა ჭიღლაძე.

შეგახსენებთ, რომ „კა ჯგუფი“ საქართველოს ცხრა რეგიონში 13 სასტუმროს მართავს. მათ შორისაა გუდაურში მდებარე „ქუადრუმი“ და Fine Chalet, ასევე ბაკურიანის სასტუმროები. ზამთრის სეზონი საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში 20 დეკემბერს ერთდროულად გაიხსნება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Ka Group : ჩინეთი ქართული ზამთრის კურორტებისთვის ახალი ბაზარი შეიძლება, გახდეს

თემა: ჩინეთის

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 152 სტატია.

  • ფორმულა·20:39
    აშშ-მა ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ 12 სავაჭრო პარტნიორს ახალი ტარიფები დაუწესა
  • კომერსანტი·19:53
    მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის პრეზიდენტს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს?
  • რუსთავი 2·19:21
    მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - "ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის" (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა
  • პოსტივი·19:07
    საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა
ჩინეთისგახდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·00:10

"სომხეთი AI ინფრასტრუქტურის გლობალური ჰაბი ხდება" - Nvidia-ს შემდეგ, სომხური FireBird-ი Dell-თან დაპარტნიორდება

"სომხეთი AI ინფრასტრუქტურის გლობალური ჰაბი ხდება" - Nvidia-ს შემდეგ, სომხური FireBird-ი Dell-თან დაპარტნიორდება
BM.GE·00:00

ვინ არის იური ბალაშოვი, რომელიც "რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელობს?

ვინ არის იური ბალაშოვი, რომელიც "რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელობს?
BM.GE·23:55

ვიხდიდით 500 ლარამდე, ახლა მოგვიწევს 30 000 ლარამდე გადახდა - „ევრობრენდი“

ვიხდიდით 500 ლარამდე, ახლა მოგვიწევს 30 000 ლარამდე გადახდა - „ევრობრენდი“
BM.GE·23:40

მასკი ორბიტაზე 1 მილიონ სატელიტს განალაგებს - SpaceX-მა ტრამპის ადმინისტრაციის თანხმობა მიიღო

მასკი ორბიტაზე 1 მილიონ სატელიტს განალაგებს - SpaceX-მა ტრამპის ადმინისტრაციის თანხმობა მიიღო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.