მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კადრების დეფიციტი და სეზონურობა - რა გამოწვევის წინაშე არიან კახეთის სასტუმროები?
კადრების დეფიციტი და სეზონურობა - რა გამოწვევის წინაშე არიან კახეთის სასტუმროები?

კადრების დეფიციტი და სეზონურობა - რა გამოწვევის წინაშე არიან კახეთის სასტუმროები?

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 03:24|bm.ge

კახეთის სასტუმროების სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კადრების დეფიციტი რჩება. როგორც მასპინძლობის სააგენტო „ამირბარის“ მმართველმა პარტნიორმა ქეთი ამირბარმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, რეგიონში თანამშრომლების მოძიება და შენარჩუნება განსაკუთრებით რთულია.

მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ კადრების რაოდენობას არ უკავშირდება - რეგიონიდან თანამშრომლების გადინებაც მაღალია, მათ შორის დედაქალაქსა და უცხოეთში.

მისი შეფასებითვე, პრობლემას სეზონურობაც ართულებს. თანამშრომლებისთვის დასაქმების ბაზარი ყოველთვის სტაბილური არ არის, რადგან სეზონის დასრულების შემდეგ სასტუმროებს პერსონალის შემცირება უწევთ.

„ბაზარი, რომელიც არ არის სტაბილური თვითონ დასაქმებულისთვის, შესაბამისად, თავის რესურსსაც ბოლომდე არ დებს და ვერ ენდობა კონკრეტულ დამქირავებელს, რადგან იქაც სეზონურობით ხდება თანამშრომლების გაშვება. შესაბამისად, გადინება არის ძალიან დიდი რეგიონიდან - არა მარტო თბილისში, ასევე უცხოეთშიც“, - აღნიშნა მან.

ამირბარის თქმით, კადრების მაღალი მობილობა გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხზეც. როგორც ის აღნიშნავს, თანამშრომლების ერთი სასტუმროდან მეორეში ხშირი გადასვლა ხელს უშლის კონკრეტული ობიექტის კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას და ბრენდის მიმართ ერთგულების გაჩენას. ამ გამოწვევების მიუხედავად, მისი თქმით, კახეთში სასტუმროებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ღონისძიებებისა და საერთაშორისო ივენთების მიმართულებით.

„დატვირთულობა საკმაოდ დიდია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ივენთების, ღონისძიებების მიმართულება - არა მარტო ქართული ღონისძიებების, არამედ საერთაშორისო. პარალელურად, ემატება აქტივობა რთველის პერიოდში და დატვირთულობა საკმაოდ დიდი მოდის კონცეპტუალურ, ბუტიკის ტიპისა და მაღალი კლასის სასტუმროებზე, რომლებიც ასე თუ ისე ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ მენეჯმენტი და ძალისხმევას არ იშურებენ“, - განაცხადა ქეთი ამირბარმა.

მისივე შეფასებით, საბოლოოდ, სასტუმროს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი თავად მენეჯმენტსა და კონკრეტული ობიექტის მიერ შექმნილ სამუშაო კულტურას აქვს.

„მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ბუნებრივია, ყველა რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მენეჯმენტი და უშუალოდ ის მიკროკულტურა, რომელსაც სასტუმრო აყალიბებს თავისი მიმართულებით“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE

"წელს პირველი პარტიის გაგზავნას ვგეგმავთ" - "გოცირიძის მეღვინეობა" აშშ-ის ბაზრისთვის ემზადება

"წელს პირველი პარტიის გაგზავნას ვგეგმავთ" - "გოცირიძის მეღვინეობა" აშშ-ის ბაზრისთვის ემზადება

BM.GE