მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „კადრების დეფიციტის გამო ახალი ობიექტების გახსნა ჭირს, გამოსავალი ტექნოლოგიურ გადაწყვეტებშია“ - გიორგი ხაბაშვილი
„კადრების დეფიციტის გამო ახალი ობიექტების გახსნა ჭირს, გამოსავალი ტექნოლოგიურ გადაწყვეტებშია“ - გიორგი ხაბაშვილი

„კადრების დეფიციტის გამო ახალი ობიექტების გახსნა ჭირს, გამოსავალი ტექნოლოგიურ გადაწყვეტებშია“ - გიორგი ხაბაშვილი

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 18:24|bm.ge

რიტეილ სექტორში სამუშაო ძალის ნაკლებობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რაც კომპანიებს გაფართოებაში ხელს უშლის. „გუდვილის“ გენერალური დირექტორისა და რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი ხაბაშვილის თქმით, არსებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ პროცესების ავტომატიზაციითა და დიჯიტალიზაციით არის შესაძლებელი.

„დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა თანამშრომლების აყვანაა. პირადად ვიცნობ ქსელებს, რომლებსაც სურთ სუპერმარკეტის გახსნა, თუმცა ვერ ახერხებენ, რადგან თბილისის კონკრეტულ რაიონებში თუ ქალაქგარეთ უბრალოდ ვერ პოულობენ ადამიანებს, ვისაც მუშაობის სურვილი აქვს. ახალგაზრდები დღეს უფრო ტექნოლოგიურ მიმართულებებსა და სხვა ბიზნესებში დასაქმებას ამჯობინებენ.

ამჟამად სექტორში დაახლოებით 30 000 ადამიანია დასაქმებული, თუმცა რეალურად 40 000 გვჭირდება. ამ 10000-იანი დეფიციტის გადასალახავად ქსელები აქტიურად ვცდილობთ ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვას. ეს არ არის იოლი ან იაფი პროცესი, თუმცა ტექნოლოგიების შემოტანა და ასიმილაცია ერთადერთი გარდაუვალი გზაა იმისთვის, რომ კადრების ნაკლებობის პრობლემა გადავჭრათ“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ხაბაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ღია ბანკინგი კონკურენციის განვითარების ინსტრუმენტია - ვარლამ ებანოიძე

ღია ბანკინგი კონკურენციის განვითარების ინსტრუმენტია - ვარლამ ებანოიძე

BM.GE

სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო

სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო

BM.GE

ევროპარლამენტში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ზიზღი ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

ევროპარლამენტში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ზიზღი ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

BM.GE

Profesto - სამუშაო დროიდან ანაზღაურებამდე, თანამშრომლების მართვა ერთ სისტემაში

Profesto - სამუშაო დროიდან ანაზღაურებამდე, თანამშრომლების მართვა ერთ სისტემაში

BM.GE