მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია|ღვინის ეროვნული სააგენტო
კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია|ღვინის ეროვნული სააგენტო

კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია|ღვინის ეროვნული სააგენტო

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 15:42|bm.ge

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონში ამ დროისთვის 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის დაბინავება განსაკუთრებით აქტიურად დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.უწყების ცნობით, რთვლის პროცესში ეტაპობრივად უფრო მეტი ღვინის კომპანია ერთვება. საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 280 კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც მევენახეებისგან ყურძნის მიღებას ეტაპობრივად დაიწყებენ.წელს კახეთში 320 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით, სახელმწიფოს უკვე განსაზღვრული აქვს მექანიზმიც, რომლის ამოქმედებაც ჭარბი მოსავლის შემთხვევაში იგეგმება. კერძოდ, ყველა მევენახეს ექნება შესაძლებლობა, ყურძენი ჩააბაროს შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“, რომელიც მოსავალს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობებით ჩაიბარებს.

ყურძნის ჩაბარების ფასები და პირობები

ჩაბარების ღირებულება ყურძნის ჯიშის, ხარისხისა და შაქრიანობის მიხედვით განისაზღვრება:საფერავი:

• 1.50 ლარი - კონდიციური და დაუზიანებელი ყურძენი, შაქრიანობით მინიმუმ 21%; • 90 თეთრი - 17%-დან 21%-მდე შაქრიანობის ან ნაწილობრივ დაზიანებული ყურძენი; • 30 თეთრი - 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან დაზიანებული ყურძენი.

სხვა ნებადართული ვაზის ჯიშები:

• 1.30 ლარი - დაუზიანებელი ყურძენი, შაქრიანობით მინიმუმ 20%; • 80 თეთრი - 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის ყურძენი; • 30 თეთრი - 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსავლის ძირითადი ნაწილი კახეთში უახლოეს პერიოდში უნდა დაბინავდეს, რის პარალელურადაც რთვლის პროცესში ახალი ღვინის კომპანიების ჩართვა გაგრძელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ფედერალური რეზერვი გადაწყვეტილებას უფრო იშვიათად მიიღებს

აშშ-ის ფედერალური რეზერვი გადაწყვეტილებას უფრო იშვიათად მიიღებს

BM.GE

აშშ-ის მარეგულირებელმა Amazon-ის მიერ Globalstar-ის $11.5-მილიარდიანი შესყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის მარეგულირებელმა Amazon-ის მიერ Globalstar-ის $11.5-მილიარდიანი შესყიდვა დაამტკიცა

BM.GE

„10 000 ღამისთევა $2 მილიონის დამატებითი შემოსავალია“ - ალავერდაშვილი კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათებს აფასებს

„10 000 ღამისთევა $2 მილიონის დამატებითი შემოსავალია“ - ალავერდაშვილი კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათებს აფასებს

BM.GE

DoorDash-ი Instacart-ს $17 მილიარდად ყიდულობს

DoorDash-ი Instacart-ს $17 მილიარდად ყიდულობს

BM.GE