მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კანონით უნდა გაიზარდოს, თუმცა ბიუჯეტში თანხა არ არის - გაეზრდებათ თუ არა ხელფასი პარლამენტის წევრებს?
კანონით უნდა გაიზარდოს, თუმცა ბიუჯეტში თანხა არ არის - გაეზრდებათ თუ არა ხელფასი პარლამენტის წევრებს?

კანონით უნდა გაიზარდოს, თუმცა ბიუჯეტში თანხა არ არის - გაეზრდებათ თუ არა ხელფასი პარლამენტის წევრებს?

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 19:41|bm.ge

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით პარლამენტარების ხელფასები უნდა გაიზარდოს, თუმცა ბიუჯეტში შესაბამისი თანხები გათვალისწინებული არ არის. ასე უპასუხა გიორგი კაკაურიძემ უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ზარქუას მიერ დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე დასმულ კითხვას, რომელიც დაინტერესდა იზრდება თუ არა პარლამენტის წევრების ანაზღაურება.

ირაკლი ზარქუამ სხდომაზე განაცხადა, რომ მედიასა და ოპოზიციაში ვრცელდება ინფორმაცია დეპუტატებისთვის ანაზღაურების 1200-1500 ლარით ზრდის შესახებ და ფინანსთა სამინისტროსგან საკითხზე მკაფიო პასუხი მოითხოვა.

„რადიკალურ ტელევიზიებში და მედიაში, მათ შორის რადიკალებშიც გავრცელდა ნარატივი, რომ ბიუჯეტი იზრდება და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ეზრდებათ ხელფასი. მე მინდა თქვენ უპასუხოთ, გვეზრდება ხელფასი? 1200, 1500 და რაღაც ასეთ ციფრებს ყვებოდნენ. გვეზრდება ხელფასი პარლამენტის წევრებს თუ არა, ეს მკაფიოდ მინდა რომ აქ ბრძანოთ“, - განაცხადა ზარქუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ კანონმდებლობა დეპუტატის ანაზღაურების ზრდას საბაზო თანამდებობრივ სარგოს უკავშირებს, თუმცა ამ ეტაპზე ბიუჯეტში ეს ასახული არ არის.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის წევრის ხელფასი დაკავშირებულია საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან. საბაზო თანამდებობრივ სარგოს გაზრდასთან ერთად, უნდა გაიზარდოს პარლამენტის ხელფასიც, მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს პარლამენტის ბიუჯეტი რაც არის დამტკიცებული, იქ არ არის პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული. ანუ, გათვალისწინებული არ არის ბიუჯეტში, კანონი ითხოვს, რომ უნდა გაიზარდოს, ამიტომ კანონი იქნება შესასწავლი ან უნდა დავამატოთ ფული, ეგ იქნება საბოლოო ჯამში“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

საქმე ის არის, რომ კანონით გაანგარიშებული კოეფიციენტების მიხედვით, პარლამენტარების ხელფასები 2027 წელს ასე უნდა განისაზღვროს:

• პარლამენტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; წლიური ზრდა: 16 200 ლარი • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 9.2; წლიური ხელფასი: 191 544 ლარი; ზრდა: 14 904 ლარი • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 9; წლიური ხელფასი: 187 380 ლარი; ზრდა: 14 580 ლარი • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.6; წლიური ხელფასი: 178 452 ლარი; ზრდა: 13 332 ლარი • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 8.3; წლიური ხელფასი: 172 602 ლარი; ზრდა: 13 242 ლარი • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.2; წლიური ხელფასი: 170 634 ლარი; ზრდა: 13 194 ლარი • პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 176 970 ლარი; ზრდა: 13 770 ლარი • პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.1; წლიური ხელფასი: 168 507 ლარი; ზრდა: 12 987 ლარი • პარლამენტის წევრი – კოეფიციენტი: 8; წლიური ხელფასი: 166 560 ლარი; ზრდა: 12 960 ლარი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თანხის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავესიმედი
  • სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მისაღებად შეეცადნენ დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას – პროკურატურანეტგაზეთი
  • „ოცნების“ დეპუტატის ძმამ სახელმწიფოს დავა მოუგო - გიორგი არველაძეს თანხა ბიუჯეტიდან უნდა გადაუხადონტვ პირველი
  • სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან თანხა გაიტაცეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანიფორმულა
თანხის →

მსგავსი სტატიები

ეროვნულმა ბანკმა კრიტპო გაცვლის კომპანია BitXchange-ი ₾572 მილიონით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა კრიტპო გაცვლის კომპანია BitXchange-ი ₾572 მილიონით დააჯარიმა

BM.GE

რეგიონები, წყალმომარაგება, მთის ფონდი... - დეპუტატები პროგრამების დაფინანსების ზრდის საჭიროებას ხედავენ

რეგიონები, წყალმომარაგება, მთის ფონდი... - დეპუტატები პროგრამების დაფინანსების ზრდის საჭიროებას ხედავენ

BM.GE

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

BM.GE

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

BM.GE