მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის თანამდებობას თომას კაირისი დაიკავებს
კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის თანამდებობას თომას კაირისი დაიკავებს

კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის თანამდებობას თომას კაირისი დაიკავებს

BM.GE9 ივლისი, 2026, 20:50|bm.ge

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი დანიშნა. 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან აღნიშნულ თანამდებობას თომას კაირისი დაიკავებს, რომელიც თბილისში იქნება დაფუძნებული და ბანკის საქმიანობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უხელმძღვანელებს.

EBRD-ის ინფორმაციით, თომას კაირისი ბანკს 2006 წელს, კერძო სექტორიდან შეუერთდა და კარიერა ლონდონში, გენერალური იურიდიული სამსახურის მრჩევლის პოზიციაზე დაიწყო. 2011-2015 წლებში სტამბოლში მუშაობდა, სადაც თურქეთში EBRD-ის პირველი იურიდიული წარმომადგენლობა შექმნა. 2022 წლიდან კი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბანკის რეგიონული დირექტორისა და ვილნიუსის რეზიდენტი ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.

ბანკის განცხადებით, კაირისის ხელმძღვანელობის პერიოდში ბალტიის ქვეყნებში EBRD-ის ინვესტიციებმა ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ამ პერიოდში რეგიონში ჯამურად 1.9 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო სექტორის პროექტებზე მოდიოდა.

თომას კაირისი კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეცვლის, რომელიც 2026 წლის სექტემბერში, ბანკში მრავალწლიანი საქმიანობის დასრულების შემდეგ, პენსიაზე გადის.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დღეს ალკის ვრიენიოს დრაკინოსსა და თომას კაირისს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ბანკის წარმომადგენლებს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პროგნოზები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო, სარკინიგზო და საპორტო პროექტებს, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტსა და მის საინვესტიციო მნიშვნელობას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსს საქართველოში საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო თომას კაირისს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ EBRD-თან თანამშრომლობა ახალ ეტაპზეც აქტიურად გაგრძელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდაიმედი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
  • საზმაუს დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყოფორმულა
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა | TOP საიმპორტო ქვეყნები

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა | TOP საიმპორტო ქვეყნები

BM.GE

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

BM.GE

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

BM.GE

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE