მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური მიმოხილვა
კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური მიმოხილვა

კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური მიმოხილვა

BM.GE24 ივლისი, 2026, 03:10|bm.ge

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა და ჰორმუზის სრუტის პარალიზებამ გლობალური ენერგოპროდუქტების გაძვირება გამოიწვია, რის შედეგადაც კავკასიის რეგიონი ახალი მაკროეკონომიკური რეალობის წინაშე დადგა.

2026 წლის დასაწყისში მიღწეული ფასების სტაბილურობა ამ დროისათვის გაძვირებულმა ენერგორესურსებმა და ინფლაციურმა ტალღამ ჩაანაცვლა, რაც რეგიონისთვის ახალ რისკებს აჩენს.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მშპ-ის ზრდის მაჩვენებლები კვლავ ოპტიმისტურია, მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელი გამკაცრება ეკონომიკურ პერსპექტივებს ამძიმებს.

უშუალოდ ქვეყნების მიხედვით კი ვითარება ასეთია:

- თურქეთი თურქეთში წლიური ინფლაციის დონე 32.1%-ის ფარგლებშია, მაშინ როცა ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 37.0%-ის დონეზე ინარჩუნებს. მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, ლირა დოლართან მიმართებით კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურებულია და ერთი დოლარის კურსი 47.2 ლირას აღწევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განახლებული პროგნოზით, 2026 წელს თურქეთის ეკონომიკა დაახლოებით 2.9%-ით გაიზრდება. Reuters-ის მოლოდინებით, წლის მთლიანი მაჩვენებელი 2.8%-ს მიაღწევს.

- აზერბაიჯანი აზერბაიჯანში ინფლაციის დონე საშუალოდ 5.8%-ია, რაც ცენტრალური ბანკის მიზნობრივ ზონას სცდება. IMF-ის პროგნოზით, 2026 წელს ქვეყნის ეკონომიკა 2.7%-ით გაიზრდება. ექსპერტების მიერ აზერბაიჯანის მაკროეკონომიკური გარემო რეგიონში კვლავ სტაბილურად მიიჩნევა, რასაც ძლიერი ენერგეტიკული სექტორი და ნავთობზე მაღალი ფასები განაპირობებს.

- სომხეთი რაც შეეხება სომხეთს, მას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რეგიონში კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს. IMF-ის განახლებული პროგნოზით, 2026 წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 5.3%-ით გაიზრდება.

რეფინანსირების განაკვეთი სომხეთში 6.5%-ს შეადგენს, წლიური ინფლაციის დონე კი ამჟამად 5.1%-ის ფარგლებშია.

- რუსეთი რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის კვლავ დაბალ ნიშნულზეა. IMF-ის შეფასებით, ის 0.9%-ზე ნაკლები იქნება, რაც სტრუქტურული პრობლემებითა და სანქციების გავლენითაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ კრემლში კიდევ უფრო დაბალ, 0.2%-იან ზრდას მოელიან.

ინფლაციის დონე ოფიციალური მონაცემებით 6%-ის ფარგლებშია, ხოლო რუსეთის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 14.25%-ზეა. მიუხედავად მცდელობებისა, ინფლაციის შეკავება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რასაც შრომითი რესურსების დეფიციტი და სამხედრო ხარჯების ზრდაც ემატება. ბუნებრივია, ქვეყნის მთავარ პრობლემად კვლავ ბიუჯეტის დეფიციტი და შემცირებული ენერგოშემოსავლები რჩება. ბოლო პერიოდში ამ პრობლემების ნუსხას უკრაინის მუდმივი შეტევები და სანავთობო სექტორის განადგურებაც ემატება.

- საქართველო საქართველოში 2026 წლისთვის IMF ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-ზე განსაზღვრავს. ინფლაცია საშუალოდ 5.8%-ის ფარგლებშია, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება. ეს დინამიკა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით და გლობალურად ენერგორესურსების გაძვირებით არის განპირობებული.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავ ფრთხილია, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ის დონეზე რჩება. ეროვნული ვალუტა შედარებით გამყარებულია, დოლარის კურსი კი საშუალოდ 2.63 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE