
"ხელოვნური ინტელექტი სიმდიდრის შექმნის გამორჩეული გზაა" - FED-ის ხელმძღვანელი
აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის, კევინ უორშის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი ამერიკულ და გლობალურ ეკონომიკაში პროდუქტიულობას გაზრდის, რადგან ის სიმდიდრის შექმნის გამორჩეული გზაა.
უორშის შეფასებით, ამერიკულ ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად იზრდება. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კაპიტალის მობილიზება ფიქსირდება იმ სექტორებშიც, რომლებიც ტექნოლოგიებთან პირდაპირ კავშირში არ არიან.
ამ მიმართულებით უორში სპეკულაციური ბუშტის არსებობის კრიტიკულ რისკებს ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ ინვესტორები მოცემულობას რაციონალურად აფასებენ.
რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, კევინ უორშმა საპროცენტო განაკვეთების მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადებები არ გააკეთა. მისი თქმით, FED-ი ყველაფერს იზამს ინფლაციის დასაძლევად, რაც ბაზრისთვის უკვე კარგად ცნობილ განცხადებას წარმოადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge