მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გეით ბიზნეს ცენტრმა" ხელნაწერთა ცენტრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უნდა მოაწყოს - განკარგულება
"გეით ბიზნეს ცენტრმა" ხელნაწერთა ცენტრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უნდა მოაწყოს - განკარგულება

"გეით ბიზნეს ცენტრმა" ხელნაწერთა ცენტრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უნდა მოაწყოს - განკარგულება

BM.GE18 ოქტომბერი, 2026, 03:35|bm.ge

სახელმწიფომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საკუთრებაში არსებული 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კომპანია „გეით ბიზნეს ცენტრს“ 2 წლით იჯარით გადასცა.

2341-ე განკარგულების მიხედვით, მთავრობამ მიწის იჯარით გადაცემის თანხმობა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე გასცა. კომპანიამ 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1 350 ლარი იჯარა უნდა იხადოს.

მიწის ნაკვეთი, რომელიც ზაზა ალექსიძის ქ. #2-ში მდებარეობს და ხელნაწერთა ცენტრის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს „გეით ბიზნეს ცენტრმა“ უნდა კეთილმოაწყოს, რისთვისაც მინიმუმ 36 551 ლარი უნდა დახარჯოს. კომპანიას სავალი ბილიკების, გამწვანების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განახლება-აღდგენა ევალება. ამასთან, ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში დამატებითი პირობები გაწეროს და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატაროს.

რა კომერციული სარგებელი ექნება კომპანიას განკარგულებიდან არ ირკვევა.

თავად შპს „გეით ბიზნეს ცენტრი“ 2026 წლის მარტში დაფუძნდა და ალექსიძის ქუჩაზეა რეგისტრირებული. მის წილებს ირინე და თამარ მაჭავარიანები და თათო კერესელიძე ფლობენ, დირექტორი კი გიორგი მაჭავარიანია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
  • თბილისის ცენტრში მდებარე საშაურმის რეკეტი, ფულის მოპარვის სქემა, ანგარიშსწორება და ფსიქოლოგიური ტერორი - რატომ გაიმეტეს 23 წლის თაზო მთივლიშვილი მოსაკლავად?რუსთავი 2
  • რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა შეჩერდაფორმულა
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

"ხელოვნური ინტელექტი სიმდიდრის შექმნის გამორჩეული გზაა" - FED-ის ხელმძღვანელი

"ხელოვნური ინტელექტი სიმდიდრის შექმნის გამორჩეული გზაა" - FED-ის ხელმძღვანელი

BM.GE

TOP 10 ინოვაციური ქვეყანა 2026 წელს - სად არის საქართველო WIPO-ს რეიტინგში?

TOP 10 ინოვაციური ქვეყანა 2026 წელს - სად არის საქართველო WIPO-ს რეიტინგში?

BM.GE

უკრაინაში ბუნებრივი აირის მარაგმა ბოლო ექვსი წლის მაქსიმუმს მიაღწია

უკრაინაში ბუნებრივი აირის მარაგმა ბოლო ექვსი წლის მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE

ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, ნებისმიერი კორუფციული რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ - ინფრასტრუქტურის მინისტრი

ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, ნებისმიერი კორუფციული რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ - ინფრასტრუქტურის მინისტრი

BM.GE