მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხიდებთან გამოვლენილი დეფექტების შეკეთების შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის 30-42 კმ-ზე მოძრაობა დაგეგმილზე ადრე აღდგა
ხიდებთან გამოვლენილი დეფექტების შეკეთების შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის 30-42 კმ-ზე მოძრაობა დაგეგმილზე ადრე აღდგა

ხიდებთან გამოვლენილი დეფექტების შეკეთების შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის 30-42 კმ-ზე მოძრაობა დაგეგმილზე ადრე აღდგა

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 17:39|bm.ge

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 30–42-ე კილომეტრზე (მესამე ლოტი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აღდგა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების ინტენსიური რეჟიმის წყალობით გზის გახსნა დაგეგმილზე ერთი დღით ადრე გახდა შესაძლებელი.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები 22 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დეფექტების შეკეთება კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით განხორციელდა.

თავდაპირველი გეგმით, გზაზე მოძრაობა 21-დან 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა ყოფილიყო შეზღუდული, რა დროსაც ავტოტრანსპორტი ალტერნატიული, სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის მარშრუტით გადაადგილდებოდა.

ცნობისთვის, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მესამე მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის სრულად 2026 წლის 18 ივლისს გაიხსნა. გახსნიდან ორ თვეში კი გზაზე ხარვეზები გამოვლინდა.

საგზაო მშენებლობაზე ჩინური კომპანია Hunan Road & Bridge Construction Group-ი 2022-2026 წლებში მუშაობდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 324.6 მილიონი ლარი მიიღო. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი გაჭიანურდა: 8-კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 წლის დეკემბერში გაიხსნა, ხოლო მთლიანი მონაკვეთის მშენებლობა საბოლოოდ 2026 წლის ივლისში დასრულდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს ითხოვენ

მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს ითხოვენ

BM.GE

TOP-ინვესტორი ქვეყანა, გაზრდილი ვაჭრობა, ტურიზმი, გზავნილები - როგორია ჩინეთთან ეკონომიკური კავშირები?

TOP-ინვესტორი ქვეყანა, გაზრდილი ვაჭრობა, ტურიზმი, გზავნილები - როგორია ჩინეთთან ეკონომიკური კავშირები?

BM.GE

რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა წლის პირველ ნახევარში? - თიბისი კაპიტალი

რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა წლის პირველ ნახევარში? - თიბისი კაპიტალი

BM.GE

რკინიგზამ ვაგონები პირველად შუამავლის გარეშე შეიძინა, მწარმოებელი სანქცირებული არაა - განცხადება

რკინიგზამ ვაგონები პირველად შუამავლის გარეშე შეიძინა, მწარმოებელი სანქცირებული არაა - განცხადება

BM.GE