მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხორბლის ექსპორტიორი TOP 15 ქვეყანა - 2025
ხორბლის ექსპორტიორი TOP 15 ქვეყანა - 2025

ხორბლის ექსპორტიორი TOP 15 ქვეყანა - 2025

BM.GE19 ივლისი, 2026, 19:14|bm.ge

2025 წელს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ექსპორტირებული ხორბლის მთლიანმა ღირებულებამ 48 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 10.7%-იანი კლებაა 2024 წლის მაჩვენებელთან ($53.7 მილიარდი) შედარებით.

ხორბლის ხუთმა უმსხვილესმა ექსპორტიორმა ქვეყანამ (კანადა, ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი) ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარცვლეულის გლობალური ექსპორტის მთლიანი ღირებულების სამ მეხუთედზე მეტი (61.2%) უზრუნველყო.

კონტინენტების ჭრილში, 2025 წელს ევროპის ქვეყნებმა გლობალური ექსპორტის თითქმის ნახევარი უზრუნველყვეს - ევროპიდან ექსპორტირებულმა ხორბალმა 20.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი გაყიდვების 43.6%-ია.

ჩრდილოეთ ამერიკის ექსპორტიორებმა (რომლებიც ხორბლის ორ მსხვილ მწარმოებელ მეზობელს - კანადასა და აშშ-ს აერთიანებს) საერთაშორისო ბაზარზე გაყიდული ხორბლის 30.1% უზრუნველყვეს.

ოკეანეთზე (ძირითადად ავსტრალია) ექსპორტის ღირებულების 13.5% მოდის, რაც უსწრებს ლათინური ამერიკის მაჩვენებელს (კარიბის აუზის ქვეყნების ჩათვლით) - 8.3%-ს.

შედარებით მცირე წილი მოდის აზიელ (4.3%) და აფრიკელ (0.2%) ექსპორტიორებზე.

15 ქვეყანა, რომლებმაც 2025 წელს ყველაზე დიდი ღირებულების ხორბლის ექსპორტი განახორციელეს:

ექსპორტიორი ხორბლის ექსპორტი (აშშ დოლარი) ცვლილება (2024-2025 წწ.) 1 კანადა $8 094 237 000 +7.1% 2 ავსტრალია $6 464 838 000 +14.6% 3 ამერიკის შეერთებული შტატები $6 356 704 000 +6.4% 4 რუსეთი $4 967 201 000 -54.1% 5 საფრანგეთი $3 471 430 000 -6.6% 6 არგენტინა $3 063 738 000 +57.2% 7 უკრაინა $2 118 117 000 -43.3% 8 რუმინეთი $2 089 665 000 +17.4% 9 ყაზახეთი $1 642 084 000 +46.4% 10 ბულგარეთი $1 368 492 000 +17.1% 11 გერმანია $1 309 412 000 -22.3% 12 პოლონეთი $962 622 000 -21.3% 13 ლიეტუვა $819 751 000 -7.2% 14 ლატვია $596 866 000 -1.3% 15 უნგრეთი $588 325 000 -27.7%

ღირებულების მიხედვით, ამ 15-მა ქვეყანამ 2025 წელს გლობალურად ექსპორტირებული ხორბლის 91.5% უზრუნველყო.

გარდა ამისა, 2024 წლიდან 2025 წლამდე ყველაზე სწრაფად მზარდი მომწოდებლები იყვნენ: არგენტინა (+57.2%), ყაზახეთი (+46.4%), რუმინეთი (+17.4%) და ბულგარეთი (+17.1%).

ექსპორტირებული ხორბლის გაყიდვების კლების მიხედვით კი ლიდერობდნენ: რუსეთი (-54.1%, 2024 წელთან შედარებით), უკრაინა (-43.3%), უნგრეთი (-27.7%), გერმანია (-22.3%) და პოლონეთი (-21.3%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

BM.GE

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

BM.GE

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა - NYPOST

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა - NYPOST

BM.GE

ჩვენს პროექტებში თითქმის ყველა ჩვენმა ხელოსანმა შეიძინა ბინა - პაატა კოკაია

ჩვენს პროექტებში თითქმის ყველა ჩვენმა ხელოსანმა შეიძინა ბინა - პაატა კოკაია

BM.GE