მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხორვატიაში ევროპის პირველი კომერციული რობოტაქსის სერვისი ამოქმედდა
ხორვატიაში ევროპის პირველი კომერციული რობოტაქსის სერვისი ამოქმედდა

ხორვატიაში ევროპის პირველი კომერციული რობოტაქსის სერვისი ამოქმედდა

BM.GE24 მაისი, 2026, 13:10|bm.ge

Uber-ის მხარდაჭერითა და ჩინური თვითმართვადი კომპანია Pony.ai-ის ტექნოლოგიით აღჭურვილმა ხორვატიულმა კომპანია Verne-მა, ზაგრებში შერჩეული კლიენტებისთვის 10 ავტომატიზებული ავტომობილი აამოქმედა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სერვისები ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში წლებია ხელმისაწვდომია, ევროპულ გზებზე ავტონომიური (უპილოტო) ტაქსების სერვისის დასანერგად რამდენიმე კომპანია კვლავ კონკურენციაშია ჩართული.

Verne-ის სერვისი სრულად ავტონომიურ მუშაობაზეა გათვლილი, თუმცა მიმდინარე ეტაპობრივი დანერგვის პროცესში საჭესთან დროებით იმყოფება "ოპერატორი" იმ შემთხვევისთვის, თუ ადამიანის ჩარევა გახდება საჭირო.

მიუხედავად ხორვატიული საცობების, ხშირი ქაოსისა და რთული გზაჯვარედინებისა, Verne-ის ქვეყნის ოპერაციების ხელმძღვანელმა, ფილიპ ცინდრიჩმა აღნიშნა, რომ მგზავრობის უმეტესობა "ყოველგვარი ჩარევის გარეშე" სრულდება.

ცინდრიჩის თქმით, მგზავრთა 90%-მა სერვისს ოთხი ან ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა და ათიათასობით გავლილი კილომეტრის განმავლობაში არცერთი შეჯახება არ დაფიქსირებულა.მიუხედავად იმისა, რომ სერვისი პირველად აპრილის დასაწყისში დაანონსდა, ზაგრების ქუჩებში ეს ავტომობილები ჯერ კიდევ იშვიათად ჩანს.

როგორც Verne-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკო პეიკოვიჩმა AFP-ს განუცხადა, ამჟამად ავტომობილები მოძრაობენ ქალაქის ცენტრში, სამხრეთ ნაწილებსა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებზე.

"გაფართოება ეტაპობრივია. თითოეული ახალი ზონა ემატება მხოლოდ დეტალური შემოწმების შემდეგ და მას მერე, რაც სისტემა რეალურ პირობებში საიმედობას დაამტკიცებს", - აღნიშნა პეიკოვიჩმა განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, ავტომატიზებული სერვისის მიმართ, რომლის ღირებულებაც ერთ მგზავრობაზე 1.99 ევროა, ინტერესი დიდია და ამჟამად მოლოდინის სიაში დაახლოებით 4 000 ადამიანია.

პეიკოვიჩის თქმით, დაბალი ფასი მომხმარებლების მიზიდვასა და უკუკავშირის წახალისებას ემსახურება, თუმცა სერვისის გაფართოებასთან ერთად ფასების ზრდაა მოსალოდნელი.ავტომატიზებული მანქანები, რომელთა გამოძახებაც ნებისმიერი სხვა ტაქსის აპლიკაციის მსგავსად Verne-ის აპლიკაციით ხდება, აღჭურვილია მრავალი კამერით, ლაზერებით და რადარებით, რომლებიც მათ ქუჩებში ორიენტაციაში ეხმარება.

2019 წელს დაარსებული Verne-ის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და ახლო აღმოსავლეთის 11 ქალაქში.

ზაგრებში კომპანია წლის ბოლომდე სრულად უპილოტო ოპერირებაზე გადასვლას გეგმავს, რაც მარეგულირებლების თანხმობაზეა დამოკიდებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • სპორტის მინისტრმა საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცარუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართებაიმედი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE