მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხვალიდან 25 ივნისის ჩათვლით გორის გვირაბებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - დეპარტამენტი
ხვალიდან 25 ივნისის ჩათვლით გორის გვირაბებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - დეპარტამენტი

ხვალიდან 25 ივნისის ჩათვლით გორის გვირაბებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - დეპარტამენტი

BM.GE16 ივნისი, 2026, 16:07|bm.ge

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე, გორის გვირაბებში, დაზიანებული საფარის აღდგენისა (ორმოული შეკეთება) და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა გვირაბების სავალი ნაწილის ჩაკეტვა და მოძრაობის დროებით შემოსავლელ გზაზე გადართვა. შეზღუდვები ეტაპობრივად, შემდეგი განრიგით იმოქმედებს:

• 17 ივნისის 08:00 საათიდან 20 ივნისის ჩათვლით: ჩაიკეტება სენაკი-თბილისის მიმართულება. ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. • 22 ივნისის 08:00 საათიდან 25 ივნისის ჩათვლით: ჩაიკეტება თბილისი-სენაკის მიმართულება. აღნიშნულ დღეებში თბილისი-სენაკის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე. რაც შეეხება სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ნაკადს, ის გორის გვირაბების შემოსავლელი საავტომობილო გზით ისარგებლებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ აღნიშნული განრიგი მგზავრობის დაგეგმვისას.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმება დაამტკიცა

BM.GE

ილია თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - სპორტსმენი წელს სავარაუდოდ, ვეღარ იბრძოლებს | Eurosport

ილია თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - სპორტსმენი წელს სავარაუდოდ, ვეღარ იბრძოლებს | Eurosport

BM.GE

პორტუგალიის უმსხვილესი ბანკი რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს იძულებით ხურავს

პორტუგალიის უმსხვილესი ბანკი რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს იძულებით ხურავს

BM.GE

აუდიტმა ჯერ კიდევ 2023 წელს მიუთითა, რომ რკინიგზის ჯართის ტენდერი საეჭვო იყო - დავით ფერაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს

აუდიტმა ჯერ კიდევ 2023 წელს მიუთითა, რომ რკინიგზის ჯართის ტენდერი საეჭვო იყო - დავით ფერაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს

BM.GE