მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა" - ხვიჩა კვარაცხელია სეზონს გამოტოვებს
"ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა" - ხვიჩა კვარაცხელია სეზონს გამოტოვებს

"ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა" - ხვიჩა კვარაცხელია სეზონს გამოტოვებს

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 19:04|bm.ge

"პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურმა გვერდმა "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა.

,,გუშინ "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის შედეგად, ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა. ქართველი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს." - წერია პარიზელთა განცხადებაში.

აღნიშნული ტრავმის შედეგად, სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის თამაშს მიმდინარე სეზონში აღარ უნდა ველოდოთ. რეაბილიტაციის პერიოდად დაახლოებით 9 თვე სახელდება.

კვარაცხელიამ ტრავმა "ბარსელონას" მარჯვენა მცველ ჩავი ესპარტთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ქართველმა მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა ისე, რომ მარჯვენა ფეხს მოედანზე ვეღარ ადგამდა.

კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ტრავმის შემდგომ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მიღებულ დაზიანებაზე და მისგან მიღებულ იმედგაცრუებაზე საუბრობს: "ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით." - წერს კვარაცხელია

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამჯერად ნუ გადადებ -  Midea Georgia-ს Trade-In კამპანია ტექნიკის განახლებას ამარტივებს

ამჯერად ნუ გადადებ -  Midea Georgia-ს Trade-In კამპანია ტექნიკის განახლებას ამარტივებს

BM.GE

სემეკი 24-25 ივლისის სისტემური ავარიების გამო კომპანიებისთვის 150 000-ლარიან ჯარიმებს განიხილავს

სემეკი 24-25 ივლისის სისტემური ავარიების გამო კომპანიებისთვის 150 000-ლარიან ჯარიმებს განიხილავს

BM.GE

სავაჭრო გემებზე თავდასხმების აღსაკვეთად NATO შავ ზღვაში დრონებსა და თვითმფრინავებს გზავნის

სავაჭრო გემებზე თავდასხმების აღსაკვეთად NATO შავ ზღვაში დრონებსა და თვითმფრინავებს გზავნის

BM.GE

დაჩქარებულად მიღებული კანონის მიუხედავად, ციფრული ლარის გამოშვებას უახლოეს წლებში არ ვგეგმავთ - სებ

დაჩქარებულად მიღებული კანონის მიუხედავად, ციფრული ლარის გამოშვებას უახლოეს წლებში არ ვგეგმავთ - სებ

BM.GE