
კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
BM.GE|bm.ge
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. Reuters-ის ინფორმაციით, სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა დღეს, 10 აგვისტოს მომხდარ ძლიერ მიწისძვრას. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 107 კილომეტრის სიღრმეზე, კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე, სან-ხოსე-დელ-პალმარის მახლობლად მოხდა, თუმცა ბიძგები მთელი ქვეყნის მასშტაბით იგრძნობოდა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge