მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ₾50,000-ის ბრუნვა თითოეულ იმ უცხოელ თანამშრომელზე, რომელთა დასაქმებასაც გეგმავს
კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ₾50,000-ის ბრუნვა თითოეულ იმ უცხოელ თანამშრომელზე, რომელთა დასაქმებასაც გეგმავს

კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ₾50,000-ის ბრუნვა თითოეულ იმ უცხოელ თანამშრომელზე, რომელთა დასაქმებასაც გეგმავს

BM.GE13 ივლისი, 2026, 14:48|bm.ge

საქართველოს მთავრობამ უცხოელების დასაქმების წესები დააზუსტა. მთავრობის დადგენილებით, განახლდა „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“, რომლის მიხედვითაც დამსაქმებლებისთვის ბრუნვის მოთხოვნები უფრო დეტალურად განისაზღვრა.

ცვლილებების თანახმად, თუ დამსაქმებელი კალენდარული წლის განმავლობაში გეგმავს 5-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებას ან უცხოელთა რაოდენობა კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 5%-ს აღემატება, მან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან წინასწარ უნდა შეათანხმოს წლიური კვოტა.

ამისთვის კომპანიამ უნდა წარადგინოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მისი წლიური ბრუნვა თითოეულ იმ უცხოელ თანამშრომელზე, რომლის დასაქმებასაც გეგმავს, არანაკლებ 50 000 ლარს შეადგენს. საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებისთვის ეს ზღვარი თითოეულ უცხოელზე 35 000 ლარია.

დადგენილებით ასევე განისაზღვრა წესი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დღგ-ის გადამხდელად არ არიან რეგისტრირებული. ასეთ შემთხვევაში მათ შემოსავლების სამსახურის ცნობის ნაცვლად უნდა წარადგინონ სხვა კომპეტენტური ორგანოს ან უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ბრუნვა თითოეულ უცხოელზე ასევე აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნას.

ამასთან, შენარჩუნდა შეღავათი ახლად დაფუძნებული კომპანიებისთვის. თუ კომპანიის რეგისტრაციიდან არაუმეტეს სამი თვეა გასული და მას არ ჰყავს სამზე მეტი უცხოელი დასაქმებული, ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აღარ მოეთხოვება.

ცვლილებები შეეხო თვითდასაქმებულ უცხოელებსაც. თუ მათი საქმიანობა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან ან მეწარმე ფიზიკურ პირთან არის დაკავშირებული, მათთვისაც მოქმედებს ანალოგიური ბრუნვის მოთხოვნა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ან მეწარმე ფიზიკური პირი არაუმეტეს სამი თვის წინ არის რეგისტრირებული, ბრუნვის შესახებ დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ იქნება.

გარდა ამისა, დადგენილებით შემოიღეს უცხოელების დასაქმების წლიური კვოტების შეთანხმების ახალი მექანიზმი, განისაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის რეგულირება და გაფართოვდა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებზეც შრომითი საქმიანობის უფლების მიღების ვალდებულება არ გავრცელდება.

შესაბამისად, ერთ დასასაქმებელ პირზე მინიმუმ 50,000 ლარის ბრუნვის მოთხოვნა ნიშნავს, რომ უცხოელების დასაქმების უფლება არ ექნებათ კომპანიებს, რომელთაც მცირე ბრუნვა გააჩნიათ, შესაბამისად მცირე ბიზნესში უცხოელთა დასაქმება ამ ახალი ნორმით მნიშვნელოვნად გართულდება და თითქმის შეუძლებელი გახდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს

BM.GE

რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

BM.GE

რომ არა ირანში ომი, თბილისის აეროპორტში ნახევარი მილიონით მეტ მგზავრს მივიღებდით - თეა ზაქარაძე

რომ არა ირანში ომი, თბილისის აეროპორტში ნახევარი მილიონით მეტ მგზავრს მივიღებდით - თეა ზაქარაძე

BM.GE

ღვარცოფდამცველებმა მთავარი როლი შეასრულეს, რომ ქალაქს ძირითადი ნაკადი აცილებოდა - პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე

ღვარცოფდამცველებმა მთავარი როლი შეასრულეს, რომ ქალაქს ძირითადი ნაკადი აცილებოდა - პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე

BM.GE