მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კომპანიები, რომლებიც ანაკლიის პორტში სატერმინალო ინფრასტრუქტურის აშენებით დაინტერესდებიან|მოსაზრება
კომპანიები, რომლებიც ანაკლიის პორტში სატერმინალო ინფრასტრუქტურის აშენებით დაინტერესდებიან|მოსაზრება

კომპანიები, რომლებიც ანაკლიის პორტში სატერმინალო ინფრასტრუქტურის აშენებით დაინტერესდებიან|მოსაზრება

BM.GE20 ივლისი, 2026, 02:12|bm.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას აზრით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული „ლენდლორდის მოდელი“ (სადაც სახელმწიფო იღებს ძირითად ფინანსურ ტვირთსა და მართვას) რეალისტურია, რადგან ამცირებს კერძო ოპერატორების რისკებს.

"წმინდა კომერციულ საფუძვლებზე ასეთი პორტის აშენება, განსაკუთრებით საქართველოში, საერთოდ წარმოუდგენელია. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: არ ვთვლი, რომ ანაკლიის წინა კონსორციუმმა ცუდი სამუშაო ჩაატარა. პირიქით, ბევრი იწვალეს, მაგრამ ინვესტორები ფიზიკურად ვერ მოიზიდეს. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ მათ ხელისუფლებამ შეუშალა ხელი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები კერძო ინვესტორებისთვის ეკონომიკურად ძალიან რთული გამოსათვლელია მოგების თვალსაზრისით. ამიტომ თუ ინვესტორის მოზიდვა გვინდა, სახელმწიფოს მეტი თანამონაწილეობაა საჭირო", - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში", თუმცა ყოფილი მინისტრის აზრით, ყველაზე მთავარია, მთავრობას წინასწარ ჰქონდეს შეთანხმება იმ კომპანიებთან ვინც მზადაა, ანაკლიის პორტში სატერმინალო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები ჩადოს.

გიორგი ქობულიამ "წერტილთან" ინტერვიუში დაასახელა ორი კომპანია, რომელიც მისი აზრით, პირველ რიგში, იქნება დაინტერესებული.

"ყველაფერი ზედაპირზეა. საუბარია იმ გიგანტებზე, რომლებიც დღეს ჩვენს რეგიონში ძირითად ტვირთბრუნვას უზრუნველყოფენ. ესენია ჰოლანდიური Maersk-ი და შვეიცარიული MSC, რომელსაც საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის 50%-ზე მეტი უჭირავს. აი, ამ კომპანიებმა უნდა განაცხადონ [ინტერესი] პირველ რიგში. ახალი ან უფრო მცირე ოპერატორებიც შეიძლება შემოვიდნენ, მაგრამ მთავარ მოთამაშეებთან წინასწარი მემორანდუმის გაფორმების გარეშე ინვესტიციის დაწყება უდიდესი რისკია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ იმას, რაც ბოლო 10 წელში ვნახეთ. რას ვგულისხმობ? - იმას, რომ [ანაკლიაში] ტერიტორია ატალახდა და რეალურად არაფერი გაკეთებულა. ჯერ ერთი, მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ 2029 წლისთვის პროექტი დასრულდება და ანაკლია პირველ გემს მიიღებს. ეს აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას", - თქვა გიორგი ქობულიამ.

ყველაფერი, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი ე.წ. "ლენდლორდის" მოდელით აშენების შესახებ ვიცით

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანაკლიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმშიიმედი
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
  • მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მომხდარი ავარიატვ პირველი
ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

BM.GE

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

BM.GE

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

BM.GE

Chevron, Eni და სხვა ენერგოგიგანტები ვენესუელაში ნავთობის მოპოვების გაფართოებას გეგმავენ

Chevron, Eni და სხვა ენერგოგიგანტები ვენესუელაში ნავთობის მოპოვების გაფართოებას გეგმავენ

BM.GE