ორიგინალი
კომპანიებს კადრების აყვანა უჭირთ და ვაკანსიების ხელმეორედ გამოცხადება უწევთ - HR.ge
BM.GE·19:17

კომპანიებს კადრების აყვანა უჭირთ და ვაკანსიების ხელმეორედ გამოცხადება უწევთ - HR.ge

28 ნოემბერი, 2026 · 19:17

კომპანიებს თანამშრომლების მოძიება და ვაკანტური პოზიციების დაკომპლექტება უჭირთ. HR.ge-ს ბიზნესგანყოფილების გაყიდვების დირექტორის, ინგა შახბაზიანის შეფასებით, სამუშაოს მაძიებლების ქცევა შეიცვალა და ვაკანსიაზე გამოხმაურებამდე ისინი სამუშაო გარემოს, ანაზღაურებას, ბენეფიტებსა და კომპანიის სტაბილურობას აფასებენ.

როგორც შახბაზიანმა „ქალების ნარატივის“ ეთერში განაცხადა, დამსაქმებლებს ხშირად ერთი და იგივე ვაკანსიის ხელახლა გამოქვეყნება უწევთ, რადგან მხოლოდ განცხადების განთავსებით საჭირო კადრის მოძიება სულ უფრო რთული ხდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებს ხშირად უწევთ ერთი და იგივე ვაკანსიის ხელმეორედ გამოცხადება, შემიძლია, ვთქვა, რომ მარტივად ვერ აჰყავთ დღეს კადრი. ზოგადად, სამუშაოს მაძიებლის ქცევა შეცვლილია: თუ ადრე ბევრად უფრო აქტიურად აგზავნიდა სხვადასხვა ვაკანსიაზე თავის CV-ს, დღეს ბევრად უფრო მეტს უყურებს - სამუშაო გარემოს, სარგებელს, ანაზღაურებას, კომპანიის ცნობადობას, სტაბილურობას, ბევრ პუნქტს აფასებს, რის შემდეგაც ეხმაურება.

ბოლო წელია, ბევრი კომპანია მოგვმართავს, რომ გამოხმაურება ბევრად უფრო დაკლებულია. ეს კლება დაწყებული იყო უკვე პანდემიის შემდეგ და დღესაც სტაბილურ, მინიმალურ მაჩვენებელზეა, რაც კომპანიებს აღარ აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ ვაკანსიის გამოცხადებით დააკომპლექტონ პოზიცია. ამიტომ იწყებენ სხვადასხვა ხერხის მოძიებას, როგორიცაა ვაკანსიის გამოცხადება და ბაზების გამოყენება“, - განაცხადა შახბაზიანმა.

მისი ინფორმაციით, HR.ge-ზე ყოველდღიურად სამუშაოს 60-80 ახალი მაძიებელი რეგისტრირდება. ამასთან, გაზრდილია იმ კანდიდატების რაოდენობა, რომლებიც პროფილს აახლებენ და ხელახლა აქტიურდებიან პლატფორმაზე და თუ ადრე დღეში დაახლოებით 100-200 კანდიდატი აახლებდა მონაცემებს, ახლა ეს მაჩვენებელი ზოგჯერ 300-400-მდე აღწევს.

„სამუშაოს მაძიებლების რაოდენობა დაკლებული ნამდვილად არ არის, თუმცა არც გაზრდილა. დაახლოებით 60-დან 80-მდეა დღიური მაჩვენებელი, ვინც ყოველდღიურად რეგისტრირდება. თუმცა ძველი კანდიდატების რაოდენობა, ვინც ისევ აქტიურად ეძებს სამსახურს და მონაცემებს აახლებს, უფრო გაზრდილია. თუ აქამდე დაახლოებით 100, 150, 200-მდე აახლებდა დღეში, დღეს ზოგჯერ 300 და 400 კანდიდატი აახლებს მონაცემებს. შეიძლება, ეს იყოს უბრალოდ სამსახურის ცვლილება, შეიძლება, ადამიანი ამჟამად მუშაობს და ახალ სამსახურს ეძებს, ან ამ ეტაპზე უმუშევარია და ეძებს სამსახურს“, - განმარტა შახბაზიანმა.

მისივე თქმით, HR.ge-ს ვებგვერდს ყოველდღიურად მინიმუმ, 40 000 ადამიანი სტუმრობს, რაც სამუშაოს მაძიებლების მხრიდან პლატფორმის მიმართ მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კომპანიებს კადრების აყვანა უჭირთ და ვაკანსიების ხელმეორედ გამოცხადება უწევთ - HR.ge

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·18:35

Shein დავის მოსაგვარებლად აშშ-ის მარეგულირებელს $100 მილიონს გადაუხდის

Shein დავის მოსაგვარებლად აშშ-ის მარეგულირებელს $100 მილიონს გადაუხდის
BM.GE·17:50

იმპორტისას 100-ჯერ მეტის გადახდა გვიწევს... კომპანიებისთვის ეკიპირება გაძვირდება - "გარდლაინი"

იმპორტისას 100-ჯერ მეტის გადახდა გვიწევს... კომპანიებისთვის ეკიპირება გაძვირდება - "გარდლაინი"
BM.GE·17:05

რუსეთის განცხადებით, ღამით 1 246 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის განცხადებით, ღამით 1 246 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
BM.GE·16:24

29 ნოემბერს "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო" საახალწლო გამოფენას მართავს

29 ნოემბერს "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო" საახალწლო გამოფენას მართავს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.