მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კომპენსაცია მატარებლის დაგვიანებისთვის - რას ითვალისწინებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების ახალი წესი?
კომპენსაცია მატარებლის დაგვიანებისთვის - რას ითვალისწინებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების ახალი წესი?

კომპენსაცია მატარებლის დაგვიანებისთვის - რას ითვალისწინებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების ახალი წესი?

BM.GE14 აგვისტო, 2026, 19:14|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა. სამინისტროს თანახმად, აღნიშნული წესი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას.

"„საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო მიმართულებით მიმდინარე მასშტაბური რეფორმების პარალელურად, რაც მგზავრობის დროის შემცირებას, ახალი მატარებლების შესყიდვასა და ახალი მიმართულებების დამატებას მოიცავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგზავრთა უფლებების დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და განვითარება“,- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

მისი თქმით, სამინისტრომ აქტიურად იმუშავა მგზავრთა უფლებების დაცვის სტანდარტზე, რომელიც მინისტრის შესაბამისი ბრძანებით უკვე დაინერგა.

„შემოდის მნიშვნელოვანი საკითხები და ასპექტები, როგორიც არის დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაციის წესის დანერგვა, ასევე შესაბამისი საფასურის ანაზღაურება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შშმ პირებისთვის სარკინიგზო მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხს. შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზის“ მიზანია კომფორტულ და სწრაფ მომსახურებასთან ერთად, მგზავრებს ხარისხიანი და სანდო მომსახურება მიაწოდოს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

თავის მხრივ, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა თქვა, რომ სააგენტოს ზედამხედველობითი უფლებამოსილებები მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების მონიტორინგსა და ინსპექტირებას უკავშირდება.

„სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მინიჭებული აქვს მანდატი, მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით გამოიყენოს შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმები, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს მგზავრებისთვის კონსულტაციების გაცემას და მათი საჩივრების განხილვას.

იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზის გადაწყვეტილება მგზავრებისთვის არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ან დადგენილ ვადებში არ მიეწოდებათ შესაბამისი დასაბუთება, მათ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში გასაჩივრების უფლება აქვთ. სააგენტო განიხილავს მგზავრების საჩივრებს. დარღვევის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო გამოსასწორებელი ღონისძიებები, ასევე, თუ დარღვევა უმნიშვნელოა, გასცეს რეკომენდაციები და გამოიყენოს მისთვის მინიჭებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები“, - აღნიშნა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.

წესი დეტალურად არეგულირებს დაგვიანების, გაუქმების, ბარგის დაკარგვის ან დაზიანების, მარშრუტის შეცვლისა და მგზავრისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხებს. მგზავრს უფლება აქვს მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისთვის. კერძოდ, თუ ბილეთის თანხა არ არის დაბრუნებული, 60–119 წუთით დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს ბილეთის საფასურის მინიმუმ 25%-ს, ხოლო 120 წუთით ან მეტი დაგვიანების შემთხვევაში — მინიმუმ 50%-ს. თუ მოსალოდნელია, რომ მგზავრი დანიშნულების ადგილზე 60 წუთით ან მეტი დაგვიანებით მივა, მას ასევე შეუძლია მოითხოვოს ბილეთის შესაბამისი თანხის დაბრუნება, მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე

"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე

BM.GE

"რომ გითხრათ ეს კონტრაქტორი საუკეთესოა-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის" - მინისტრი ქვეშეთი-კობის პროექტზე

"რომ გითხრათ ეს კონტრაქტორი საუკეთესოა-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის" - მინისტრი ქვეშეთი-კობის პროექტზე

BM.GE

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის

BM.GE

ჯანმრთელობის დაცვა თუ შავი ბაზრის გაძლიერება? ნიკოტინის დაბეგვრის დილემა - Cato Institute ფისკალურ პოლიტიკასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებზე

ჯანმრთელობის დაცვა თუ შავი ბაზრის გაძლიერება? ნიკოტინის დაბეგვრის დილემა - Cato Institute ფისკალურ პოლიტიკასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებზე

BM.GE