მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონდიციურ ყურძენში 5-10 თეთრით მეტს ვიხდით - “მეღვინეობა შილდა”
კონდიციურ ყურძენში 5-10 თეთრით მეტს ვიხდით - “მეღვინეობა შილდა”

კონდიციურ ყურძენში 5-10 თეთრით მეტს ვიხდით - “მეღვინეობა შილდა”

BM.GE11 ოქტომბერი, 2026, 23:15|bm.ge

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია, 6 ოქტომბრის მონაცემებით, მოსავალი 13 200-მდე მევენახემ ჩააბარა, ჯამში კი საპროგნოზო მოსავლის ნახევარია გადამუშავებული, რაც 182 ათასი ტონის ფარგლებშია.

ღვინის ეროვნული სააგენტო არ ავრცელებს ინფორმაციას, დაბინავებული მოსავლის რა წილი ჩაიბარეს კერძო კომპანიებმა, თუმცა ფერმერები ამბობენ, რომ მოსავალს ძირითადად სახელმწიფო იბარებს, რადგან კერძო სექტორს უმეტეს შემთხვევაში საკუთარი ვენახები გააჩნია და მათგან დაბალი მოთხოვნა მოდის. ღვინის კომპანიების ნაწილი კი ამბობს, რომ მათთვის დაბალი კონდიციის ყურძენი საინტერესო არ არის, მაღალი ხარისხის ყურძენში კი კერძო სექტორი სახელმწიფოს დადგენილ ფასებზე 5-10 თეთრით ძვირს იხდის.

“დავიწყეთ მიღება სახელმწიფო ფასებით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოს დადგენილი ფასები ზოგადად ეხება წითელ ყურძენს და თეთრ ყურძენს, აქ მაინც გვიწევს სტანდარტულ ფასებზე მეტის გადახდა ზონების ყურძენში. ანუ, საფერავში თუ ვხდით კონდიციურში 1,50 თეთრს, ზონებში კომპანიები ფერმერებს სთავაზობენ 5-10 თეთრით მეტს. მაგალითად, ქინძმარაულში, ყვარელში, იგივე წინანდალში თეთრ კონდიციურ ყურძენში გვიწევს 5-10 თეთრით მეტის გადახდა.

გაჩნდა შუალედური ფასები. როცა სხვაობა შაქრიანობას შორის არის, პირობითად, 1 და 2 ხაზი, ანუ მაღალკონდიციურ ყურძენსა და საშუალოკონდიციურ ყურძენს შორის სხვაობა მცირეა, ჩვენს შემთხვევაში გავაჩინეთ გასაშუალოებული ფასი.

მინიმალური შაქრიანობა რომ არ განესაზღვრა სახელმწიფოს, მე მახსოვს, რომ გლეხი ეგრევე იწყებდა ყურძნის დაკრეფას, როგორც კი საშუალება ჰქონდა. ერთი ფასი იყო ყურძენზე დადგენილი, კონდიციებისგან მიუხედავად და მოაყენებდა მანქანებს კერძო ქარხნებს და მერე მიტინგები იმართებოდა, რომ ყურძენს არ იბარებენ ქარხნებიო. პრაქტიკულად, ხარისხიანი ღვინის გაკეთებას ხელს უშლიდნენ ამით და საბოლოოდ, მაინც რაღაც ტიპის ზეწოლა იყო, რომ უნდა მიგეღო, რომ სოციალური [პრიტესტი] არ მოჰყოლოდა ამას.

ახლა მცდელობა არის სახელმწიფოს მხრიდან და სააგენტოს მხრიდან, რომ გამოასწორონ [ეს სიტუაცია] და ხარისხიანი პროდუქტის კეთებას შეუწყოს ხელი — ჩემი აზრით, ეგ იყო მიზანი, თუმცა წლევანდელმა ამინდებმა მართლა დააგვიანა მცენარეებს ვეგეტაციაში შესვლა და კონდიციების აღება ახლაც უჭირს ყურძენს და საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. რეალურად, რომ დააკვირდეთ, სახელმწიფო ქარხნებთან რიგია და კერძო კომპანიებთან რიგი არ არის, იმიტომ რომ კონდიციური ყურძენი ჭირს.

ძირითადი ნაწილი მიდის სახელმწიფოსკენ ჩასაბარებლად, როგორც ვხვდები, იმიტომ რომ ჩვენ არაკონდიციურ ყურძენში იმ ფასის გადამხდელი არა ვართ, რაც არის. საერთოდ არ მაინტერესებს არაკონდიციური ყურძნის ჩაბარება, 50 თეთრად ჩამაბარებს თუ სხვა ფასად... მე ხომ ღვინო უნდა გავაკეთო და პროდუქტი უნდა გავაკეთო, რომელიც უნდა გაიყიდოს. უხარისხო პროდუქტს უკვე ბაზარი აღარ იღებს რეალურად. ჩვენი მიდგომა ასეთია, რადგან ჩვენ არა ქარხანა, რომელიც 10 და 20 მილიონ ბოთლს ასხამს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რასაც ვიღებთ, ხარისხიანი მივიღოთ და ხარისხიანი პროდუქტი გავყიდოთ”,-აცხადებს მეღვინეობა შილდას გენერალური დირექტორი ირაკლი უგლავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Yandex-ის მონაცემთა ცენტრზე დრონების თავდასხმის შემდეგ, აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს

Yandex-ის მონაცემთა ცენტრზე დრონების თავდასხმის შემდეგ, აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს

BM.GE

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა

BM.GE

GULF-ის პარტნიორი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შედის - ივანე ნაკაიძე ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

GULF-ის პარტნიორი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შედის - ივანე ნაკაიძე ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

BM.GE

დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავი გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავი გამოაცხადა

BM.GE