მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონგრესმა საქართველოში რუსულ-ჩინური გავლენების შემსწავლელ აქტს მხარი დაუჭირა
კონგრესმა საქართველოში რუსულ-ჩინური გავლენების შემსწავლელ აქტს მხარი დაუჭირა

კონგრესმა საქართველოში რუსულ-ჩინური გავლენების შემსწავლელ აქტს მხარი დაუჭირა

BM.GE9 ივნისი, 2026, 05:33|bm.ge

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტს“ (Countering Chinese Control of the Caucasus Act). კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შესაძლო თანამშრომლობის შესწავლასა და ვაშინგტონის მხრიდან თბილისთან ურთიერთობის 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივა წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სტივ კოენმა წარუდგინეს.

პალატამ კანონპროექტი ხმოვანი კენჭისყრით მიიღო, რაც ნიშნავს, რომ დარბაზში მყოფი კონგრესმენების უმრავლესობამ დოკუმენტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

აქტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის უწყებების მაღალჩინოსნებთან ერთად, კანონის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში გასაიდუმლოებული ანგარიშის წარდგენა ევალება. აღნიშნული დოკუმენტი უნდა შეეხებოდეს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და მათ შორის შესაძლო კოორდინაციას.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი საქართველოსთან მიმართებით: სადაზვერვო ანგარიში: 180 დღის ვადაში გასაიდუმლოებული დოკუმენტის მომზადება საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის სპეცსამსახურების აქტივობებზე; 5-წლიანი სტრატეგია: სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება; დაფინანსების გადახედვა: ორმხრივი კავშირების, ამერიკული დაფინანსებისა და ქვეყნის შიდა პოლიტიკური გარემოს შეფასება; პარტნიორობის მომავალი: იმის განსაზღვრა, უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მ ინვესტირება საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში.

სტრატეგიის ფარგლებში ვაშინგტონმა უნდა შეაფასოს ორმხრივი კავშირები, აშშ-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა და საქართველოს შიდა პოლიტიკური გარემო. დოკუმენტმა საბოლოოდ უნდა გასცეს პასუხი კითხვას — უნდა გააგრძელოს თუ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოქმედ მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება.

აქტის თანაავტორის, ჯო უილსონის გამოსვლა:

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE