მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრეატიულობა, AI, ბრენდები და ინფორმირებული არჩევანი - რა მოხდა Ad Black Sea Festival 2026-ზე
კრეატიულობა, AI, ბრენდები და ინფორმირებული არჩევანი - რა მოხდა Ad Black Sea Festival 2026-ზე

კრეატიულობა, AI, ბრენდები და ინფორმირებული არჩევანი - რა მოხდა Ad Black Sea Festival 2026-ზე

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 21:41|bm.ge

12 სექტემბერს ბათუმში კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2026 დასრულდა. მე-10 საიუბილეო ღონისძიებამ ქართველი და საერთაშორისო სააგენტოების წარმომადგენლები, კრეატიული დირექტორები, მარკეტერები, კონტენტ-კრეატორები და ინოვაციების სფეროს პროფესიონალები გააერთიანა. ფესტივალის მთავარი თემა იყო ON THE EDGE – Festival of Creative Resistance, რომლის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად კრეატიული ინდუსტრიის ცვლილებებთან ადაპტაცია და ახალი ტექნოლოგიების გავლენა იქცა.

ფესტივალის მთავარ სცენაზე გამოცდილება და ხედვები გააზიარეს საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, მათ შორის Accenture-ის ვიცე-თავმჯდომარემ და Droga5-ის დამფუძნებელმა დევიდ დროგამ, IfWeRanTheWorld-ის დამფუძნებელმა სინდი გალოპმა, Pentagram-ის პარტნიორმა ნატაშა ჯენმა, Aspeya PMI-ს წარმომადგენელმა დმიტრო ზინჩენკომ და სხვა სპიკერებმა.

სესიების თემები კრეატიულ ლიდერობასა და დიზაინიდან კომუნიკაციასა და რეკლამის მომავალამდე იყო გაშლილი. დევიდ დროგას გამოსვლა “Creativity: Elegant Defiance” კრეატიულობისა და წინააღმდეგობის თემას შეეხებოდა, სინდი გალოპმა რეკლამის მომავლის ფორმირებაზე ისაუბრა, ხოლო ნატაშა ჯენმა დიზაინის მასშტაბისა და მისი მნიშვნელობის საკითხი განიხილა.

Aspeya PMI-ს წარმომადგენლის, დმიტრო ზინჩენკოს გამოსვლა ხელოვნური ინტელექტის საკითხს დაეთმო - მომხსენებელმა განიხილა ხელოვნური ინტელექტის მზარდი გავლენა ბიზნესზე, მარკეტინგზე, კრეატიულ ინდუსტრიებსა და მომხმარებლის გამოცდილებაზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კითხვას, თუ რატომ იძენს ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ადამიანის კრეატიულობა, სტრატეგიული აზროვნება და კრიტიკული მსჯელობა.

ფესტივალის ფარგლებში ცალკე სესიებზე ყურადღება გამახვილდა ხელოვნება, ფოტოგრაფია, პერსონალურ ბრენდინგს, კონტენტის შექმნასა და კრეატორების მზარდ როლზე. Creator Stage-ზე, რომელიც ფესტივალზე მეორედ გაიმართა, ქართველი კონტენტ-კრეატორები და ბრენდების წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებასა და ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობდნენ. პროგრამაში ასევე იყო AI-ის გამოყენებისადმი მიძღვნილი ვორქშოფები, მათ შორის ვიზუალური კონტენტის შექმნისა და ბრენდების განვითარების მიმართულებით.

ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამაში ადგილი დაეთმო ბიზნესის, მედიისა და კრეატიული ინდუსტრიის თანამშრომლობის საკითხსაც. PMI-ის, TBC Bank-ისა და Windfor’s Tbilisi-ის წარმომადგენლებმა პანელურ დისკუსიაზე „სიცხადე ინფორმაციულ ქაოსში: კომუნიკაცია და ინფორმირებული არჩევანი“ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ინოვაციების საზოგადოებისთვის გასაგებად და პასუხისმგებლიანად კომუნიკაცია. PMI-ის წარმომადგენელმა ოლექსი კალინიჩენკომ აღნიშნა, რომ ინოვაცია არ უნდა იქცეს მხოლოდ მიზნად და მის მნიშვნელობას მომხმარებელთათვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ხელშეწყობად ხედავს. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზუსტ, დაბალანსებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე წვდომის მნიშვნელობაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც კომუნიკაცია რეგულირების მკაფიო ჩარჩოების ფარგლებში მიმდინარეობს.

ამ კუთხით, TBC-ს წარმომადგენელი, სანდრო ჯავახიშვილიც დაეთანხმა პანელისტებს და აღნიშნა, რომ ინოვაცია არ უნდა იყოს მხოლოდ თვითმიზანი - ის მომხმარებლებისთვის გასაგები უნდა იყოს და გაამარტივოს მათი ცხოვრება.

Windfor’s Tbilisi-ის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა, მარიამ ჩხაიძემ კი ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო გარემოს გადატვირთულობასა და ინფორმაციულ ქაოსზე და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში ბრენდების პასუხისმგებლიანი და სანდო კომუნიკაცია მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საკონკურსო ნამუშევრების შეფასება იყო. 13 ძირითად კატეგორიაში წარმოდგენილ ნამუშევრებს 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეული 30-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი აფასებდა. შეფასებისას ყურადღება არა მხოლოდ ვიზუალურ ან ტექნიკურ შესრულებაზე, არამედ იდეის, სტრატეგიის, აუდიტორიის ინსაითისა და პროექტის ეფექტიანობის მიმართულებებზეც იყო გამახვილებული. ჟიურის წევრებმა ცალკე სესიაზე მონაწილეებს საკუთარი შეფასებები და ნამუშევრებზე პროფესიული უკუკავშირი გაუზიარეს.

Ad Black Sea 2026-ის გრან-პრი Playmakers-ის პროექტმა “Prescription: The Truth” მიიღო, რომელმაც ასევე Gold მოიპოვა Creative Effectiveness-ისა და Creative Strategy-ის მიმართულებებში. Grand Prix for Good კი Windfor's Tbilisi-ის პროექტს “The light must stay on” გადაეცა. ეს პროექტი ფესტივალზე არაერთ კატეგორიაში დაჯილდოვდა, მათ შორის Gold-ით Brand Experience & Activation, Design & Branding, Media და Out of Home მიმართულებებში.

ქართულმა სააგენტოებმა სხვა კატეგორიებშიც არაერთი ჯილდო მიიღეს. მათ შორის, Legacy Experience Agency-ის “Marionela 18+” დაჯილდოვდა Creative Effort in Gender Equality-ით და Gold-ით Design & Branding-ის მიმართულებაში. Betterfly-ის “Dreaming Past the Junkyard”-მა Gold მოიპოვა Film-ისა და Film Craft-ის მიმართულებებში, ხოლო Supermarket-ის “Small Business Chain”-მა Brand Experience & Activation-ში. ასევე დაჯილდოვდა Holy Motors-ის “Flags of Victory”, JoyBoy-ის “The New Wave of Chess” და სხვა ქართული პროექტები.

კონკურსში რეგიონული სააგენტოების ნამუშევრებიც გამოიკვეთა. ყაზახური Progression CA-ს “Humanity Chain”-მა Gold მიიღო Advertising Campaigns-სა და Out of Home-ის კატეგორიებში, ხოლო უკრაინული Saatchi & Saatchi Ukraine-ის “The Healing Stage”-მა რამდენიმე მიმართულებაში, მათ შორის Creative Effectiveness for Good-ში, Silver დაიმსახურა. ფესტივალზე დაჯილდოვდნენ ასევე უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ბულგარეთის წარმომადგენლები.

AD Black Sea-ს ინფორმაციით, ფესტივალის 10-წლიანი ისტორიის განმავლობაში ღონისძიებამ 40-ზე მეტი ქვეყნიდან 290 ჟიურის წევრსა და დაახლოებით 283 სპიკერს უმასპინძლა. 2026 წლიდან გამარჯვებული პროექტები უკვე მეორე წელია The One Club Global Creative Rankings-ში აისახება, რაც რეგიონში შექმნილი ნამუშევრებისთვის საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში დამატებით ხილვადობას ქმნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი

თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი

BM.GE

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი

BM.GE

საქართველოდან ექსპორტზე გასატანი 1 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა დარჩა - მინისტრის მოადგილე

საქართველოდან ექსპორტზე გასატანი 1 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა დარჩა - მინისტრის მოადგილე

BM.GE

Changi Airports International-ს ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება სურს - მარიამ ქვრივიშვილი

Changi Airports International-ს ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება სურს - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE