მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრიპტობირჟა BitMEX-მა საქმიანობის შეჩერება გადაწყვიტა
კრიპტობირჟა BitMEX-მა საქმიანობის შეჩერება გადაწყვიტა

კრიპტობირჟა BitMEX-მა საქმიანობის შეჩერება გადაწყვიტა

BM.GE24 ივლისი, 2026, 04:50|bm.ge

კრიპტობირჟა BitMEX-ი 23 სექტემბერს საქმიანობას საბოლოოდ შეწყვეტს. როგორც ირკვევა, პლატფორმის მფლობელმა კომპანიამ, HDR Global Trading-მა ეს გადაწყვეტილება ბიზნესისა და კრიპტოინდუსტრიის დეტალური სტრატეგიული ანალიზის საფუძველზე მიიღო.

ბირჟამ ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია უკვე შეაჩერა და არსებულ კლიენტებს ღია პოზიციების დახურვისა და აქტივების გატანისკენ მოუწოდა. 26 აგვისტოს შემდეგ მომხმარებლებს ახალი პოზიციების გახსნა აეკრძალებათ, 23 სექტემბრის შემდეგ კი ანგარიშებზე წვდომა მხოლოდ ნაშთების სანახავად და თანხების გამოსატანად დარჩება.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს დაფუძნებულმა BitMEX-მა თანამედროვე კრიპტოდერივატივების ბაზრის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. პლატფორმამ ბაზარს შესთავაზა 100-მაგი ლევერიჯის მქონე პერპეტუალური სვოპები, რაც მოგვიანებით ინდუსტრიის სტანდარტად იქცა.

პიკის პერიოდში ბირჟა მსოფლიოს უმსხვილეს პლატფორმებს შორის შედიოდა. თანაც, არსებობის 11 წლის განმავლობაში პლატფორმას ჰაკერული თავდასხმის გამო მომხმარებელთა სახსრები არ დაუკარგავს. თუმცა, 2020 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ დამფუძნებლებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის დარღვევის გამო უჩივლა, რასაც მოგვიანებით საქმის დასრულება და კონკურენტების მიერ ბაზრის წილის დაკავება მოჰყვა.

ცნობისთვის, BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, არტურ ჰეისმა და კომპანიის სხვა ხელმძღვანელებმა აშშ-ში საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევა აღიარეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE