მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრიშტიანუ რონალდუ სატელევიზიო სერიალში მიიღებს მონაწილეობას
კრიშტიანუ რონალდუ სატელევიზიო სერიალში მიიღებს მონაწილეობას

კრიშტიანუ რონალდუ სატელევიზიო სერიალში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE2 აგვისტო, 2026, 22:32|bm.ge

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ახალ სატელევიზიო დრამაში, სახელწოდებით „Day 1s“, ერთდროულად პროდიუსერისა და მსახიობის როლში მოგვევლინება. ამის შესახებ ინფორმაციაThe Sun-მა გაავრცელა.

სერიალი საფეხბურთო აგენტ დარენ დინის ორიგინალურ იდეას ეფუძნება და მოგვითხრობს ბრიტანელი საფეხბურთო აგენტის, სტენლი დალტონის, ისტორიას. მთავარ პერსონაჟს ცნობილი ბრიტანელი მსახიობი დემიენ ლუისი განასახიერებს.

რონალდუ პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება და თავადაც გამოჩნდება ეკრანზე. მასთან ერთად სერიალში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი და ბრიტანელი მუსიკოსი დეივი (Dave). სიუჟეტი სპორტული სააგენტოების სამყაროზეა აგებული და თემატურად ჰგავს ბრაზილიურ სერიალს „The Playoffs“, რომელიც ასევე საფეხბურთო აგენტების საქმიანობას ეხებოდა.

„Day 1s“ პირველი სატელევიზიო პროექტია, რომელსაც UR•Marv Studios გამოუშვებს. სტუდია კრიშტიანუ რონალდუმ რეჟისორ და პროდიუსერ მეთიუ ვონთან ერთად დააფუძნა. გადაღებები უკვე მიმდინარეობს ლონდონში.

სერიალი სრულად UR•Marv Studios-ის დაფინანსებით იქმნება. სტუდიას მანამდე უკვე დასრულებული აქვს ორი სპორტული ფილმის წარმოება, ხოლო „Day 1s“ მისი პირველი სატელევიზიო ნამუშევარი იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

10 წელია მარანი მაქვს და ოპერირება ბიუროკრატიულად სულ უფრო რთული ხდება - "ოდა"

10 წელია მარანი მაქვს და ოპერირება ბიუროკრატიულად სულ უფრო რთული ხდება - "ოდა"

BM.GE

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, თბილისში 2 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, თბილისში 2 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

BM.GE

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

BM.GE

ByteDance-მა მედიკამენტების AI სტარტაპისთვის $290 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

ByteDance-მა მედიკამენტების AI სტარტაპისთვის $290 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

BM.GE