მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრიტიკული შეუსაბამობების გამო, თბილისში 2 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს
კრიტიკული შეუსაბამობების გამო, თბილისში 2 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, თბილისში 2 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 03:06|bm.ge

თბილისში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმებულ ორ საზოგადოებრივი კვების ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. დარღვევების გამო ორივე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინსპექტორებმა კანდელაკის ქუჩა N6-ში მდებარე სწრაფი კვების ობიექტი - შპს „ფლოვ თბილისი“ შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ისე არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ასევე დარღვეული იყო სურსათის ეტიკეტირების წესი. ამასთან, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული არ იყო.

დარღვევები გამოვლინდა ასევე თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა N2-ში მდებარე შპს „რ ნ ა ენთერპრაისის“ ობიექტზეც. სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. განმეორებითი დარღვევებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო ორივე კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს. ბოლო პერიოდში სააგენტოს მიერ თბილისში ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად, არაერთ ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენის, ეტიკეტირების, მიკვლევადობისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის წესების დარღვევები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →პროცესი →

მსგავსი სტატიები

Temu-ს იაფ ამანათებზე დაწესებულმა მოსაკრებელმა EU-ს ბიუჯეტში შესაძლოა €6 მლრდ შეიტანოს

Temu-ს იაფ ამანათებზე დაწესებულმა მოსაკრებელმა EU-ს ბიუჯეტში შესაძლოა €6 მლრდ შეიტანოს

BM.GE

რუსული დარტყმების გამო, უკრაინაში მეტალურგიული წარმოება 80%-ით შემცირდა

რუსული დარტყმების გამო, უკრაინაში მეტალურგიული წარმოება 80%-ით შემცირდა

BM.GE

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

BM.GE

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

BM.GE