მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრიტიკული დარღვევები და ვადაგასული პროდუქცია - სეს-მა რამდენიმე კომპანია დააჯარიმა/შეაჩერა
კრიტიკული დარღვევები და ვადაგასული პროდუქცია - სეს-მა რამდენიმე კომპანია დააჯარიმა/შეაჩერა

კრიტიკული დარღვევები და ვადაგასული პროდუქცია - სეს-მა რამდენიმე კომპანია დააჯარიმა/შეაჩერა

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 23:07|bm.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყების ინსპექტორებმა შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები და ვადაგასული სურსათი გამოავლინეს, რის გამოც ორ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა, ხოლო ვადაგასული პროდუქცია დაილუქა.

სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში მდებარე შპს „ილოვატო-111“-ის პურის საცხობს.

ამასთან, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში, გუდაუთის ქუჩა №7-ში მდებარე შპს „ატომ 2020“-ის ხორცპროდუქტების საწარმოს. სეს-ის ცნობით, გეგმური ინსპექტირებისას თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ობიექტზე სურსათის მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობაც დააფიქსირეს.

გარდა ამისა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი გამოავლინა შემდეგ ობიექტებზე:

• შპს „ნიკორა“ (ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება; მისამართი: აგლაძის ქ. №32, მაცივარი №4); • შპს „საამო“ (რძისა და რძის პროდუქტების წარმოება; მისამართი: გუდაუთის ქ. №7).

უწყების ცნობით, გამოვლენილი ვადაგასული სურსათი დაილუქა და ის კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის საბჭოებს შესაძლო შერწყმის განხილვა დაავალა

მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის საბჭოებს შესაძლო შერწყმის განხილვა დაავალა

BM.GE

ბრიუსელში Euronews გაფართოების სამიტი იმართება - მონაწილეთა შორის ირაკლი კობახიძეცაა

ბრიუსელში Euronews გაფართოების სამიტი იმართება - მონაწილეთა შორის ირაკლი კობახიძეცაა

BM.GE

რატომ უჭირთ ქართველ გადამზიდავებს ევროპულ ბაზარზე გადართვა? - გიორგი ნემსაძის შეფასება

რატომ უჭირთ ქართველ გადამზიდავებს ევროპულ ბაზარზე გადართვა? - გიორგი ნემსაძის შეფასება

BM.GE

ჯივიპიმ სემეკს 2022–2026 წლების ანგარიში და Aqualia-ს მმართველობის შედეგები წარუდგინა

ჯივიპიმ სემეკს 2022–2026 წლების ანგარიში და Aqualia-ს მმართველობის შედეგები წარუდგინა

BM.GE