მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რუსთაველის გამზირზე არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რუსთაველის გამზირზე არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რუსთაველის გამზირზე არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE20 აგვისტო, 2026, 02:31|bm.ge

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების პროცესში არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების პროცესში არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას და შემდგომი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე იღებს.

სააგენტოს თანახმად, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ამ დროისთვის გამოვლენილი ობიექტების პირველადი შესწავლა და ფიქსაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მყისიერად განახორციელეს.

„სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, ყველა საჭირო შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვალიფიციური არქეოლოგის (არქეოლოგების) ზედამხედველობით განხორციელდება, ხოლო ახალი არქეოლოგიური კერების გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს, რათა დროულად მოხდეს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების გატარება“, - წერია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსთაველის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • თბილისის მერია: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს - სამუშაოები გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდებაიმედი
  • მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი „სმარტ სოლუშენსი“ ოთხჯერ დააჯარიმაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - დედაქალაქის მთავარი გამზირი განსხვავებული იერსახით თბილისელებს ოთხ თვეში დაუბრუნდებარუსთავი 2
რუსთაველის →

მსგავსი სტატიები

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

BM.GE

ივლისში ერთწლიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაიზარდა - სებ

ივლისში ერთწლიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაიზარდა - სებ

BM.GE

93 ნაგავმზიდის შესაძენად 34-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა - რომელ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა

93 ნაგავმზიდის შესაძენად 34-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა - რომელ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა

BM.GE

საჰაერო ფოსტისა და ტვირთების ნაკადი 11.3 ათას ტონამდე გაიზარდა - საქსტატი

საჰაერო ფოსტისა და ტვირთების ნაკადი 11.3 ათას ტონამდე გაიზარდა - საქსტატი

BM.GE