მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE17 ივლისი, 2026, 22:31|bm.ge

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.44 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6327 ლარს მიაღწია. ასევე ლარი გამყარდა ევროსთან 0.47 თეთრით და კურსი 3.01 ლარი გახდა.

ლარი გამყარდა გირვანქა სტერლინგთან 0.28 თეთრით და კურსმა 3.5362 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა რუსულ რუბლთან ასევე აზერბაიჯანულ მანათთან და თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან კი გაუფასურდა.

რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, ცნობილია საგარეო ვაჭრობის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ექსპორტი ივნისში წლიურად 20%-ით, 771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტის ზრდამ კი 7% შეადგინა და 1.6 მილიარდი დოლარი იყო.

ასევე ცნობილი გახდა ფულადი გზავნილების ამსახველი სტატისტიკა, ივნისში უცხოეთიდან საქართველოში 348 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიურად 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ჯერჯერობით სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არაა.

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი 1 აშშ დოლარი 2.6327 0.44 1 ევრო 3.01 0.47 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5362 0.28 1 თურქული ლირა 0.0558 0.03 100 რუსული რუბლი 3.3603 8.46 1000 სომხური დრამი 7.1857 -0.99 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5489 0.26 10 ჩინური იუანი 3.8826 0.93 100 იაპონური იენი 1.6211 0.9 10 უკრაინული გრივნა 0.5894 0.34

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დოლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • აშშ-ში ტრამპის გამოსვლების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისთვის თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელი 172 000 დოლარით დააჯარიმესიმედი
  • ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედიარუსთავი 2
  • აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენნეტგაზეთი
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინატვ პირველი
დოლარი →

მსგავსი სტატიები

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

BM.GE

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

BM.GE

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

BM.GE