
ლატვიაში ელჩად ანა აბულაძე დაინიშნა
BM.GE|bm.ge
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ანა აბულაძე დაინიშნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანა აბულაძე 2018 წლიდან საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის, იყო პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.
2024 წლიდან იკავებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას.
მანამდე ლატვიაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი იყო.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge