მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა - რატომ?
ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა - რატომ?

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა - რატომ?

BM.GE14 მაისი, 2026, 17:08|bm.ge

ლატვიის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის მეთაური, ევაკა სილინია თანამდებობიდან გადადგა. როგორც ირკვევა, პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა პარტია "ახალმა ერთობამ" საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა დაკარგა და სახელისუფლებო კოალიცია დაიშალა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მემარცხენე "პროგრესისტებმა" მთავრობას მხარდაჭერა შეუწყვიტეს.

მმართველი გუნდის შიგნით დაპირისპირება თავდაცვის მინისტრის, ანდრის სპრუდსის გადაყენებას უკავშირდება. "პროგრესისტების" წევრი მინისტრი სილინიამ გასულ უქმეებზე თანამდებობიდან იმ მოტივით დაითხოვა, რომ სპრუდსიმ რუსეთის ტერიტორიიდან ლატვიის საჰაერო სივრცეში უკრაინული დრონების შეფრენა და განეიტრალება ვერ შეძლო. განმარტებისთვის, მაისის დასაწყისში რუსეთის მიმართულებით უკრაინის მიერ გაშვებული დრონები საბოლოოდ ლატვიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ნავთობის საცავები დააზიანა. სილინია მიიჩნევდა, რომ სპრუდსიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის დრონ-საწინააღმდეგო სისტემების განვითარებისთვის და რომ სწორედ მისი უმოქმედობის შედეგი იყო მომხდარი ინციდენტი.

ქვეყნის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი, რომელსაც კონსტიტუცია ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის მუშაობის დაუყოვნებილ დაწყებას ავალდებულებს, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს პარასკევს გამართავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 180 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE