მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა

ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა

BM.GE5 აგვისტო, 2026, 14:19|bm.ge

ლიბერთი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრითა და 700-მდე ბანკომატით ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ლიბერთიმ ძირითად ფინანსურ მიმართულებებში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა:• მთლიანი აქტივები - 6.3 მილიარდი ლარი, ზრდა 15%.• მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 4.6 მილიარდი ლარი, ზრდა 15%.• მთლიანი დეპოზიტების პორტფელი - 5 მილიარდი ლარი, ზრდა 34%.2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგების მიხედვით, ლიბერთიმ 52.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააფიქსირა.ლიბერთიმ, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და სოციალურ სეგმენტზე კონცენტრირებული ფინანსური ინსტიტუტიდან დივერსიფიცირებულ უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბდა.დღეს სოციალური სესხების წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 11%-ს შეადგენს, ხოლო ბანკის შემოსავლის წყაროები გადანაწილებულია საცალო, MSME, სალომბარდე და კორპორაციულ მიმართულებებს შორის.აღსანიშნავია ლიბერთის MSME მიმართულების განვითარება, რომლის პორტფელიც ბოლო ხუთ წელიწადში ოთხჯერ გაიზარდა, დღეს მისი მოცულობა 1,85 მლრდ ლარს შეადგენს და ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბიზნესს წარმოადგენს.სეგმენტი თანაბრად მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო მიმართულებების დაკრედიტებას ქვეყნის მასშტაბით. სამივე ქვესეგმენტი გამოირჩევა მდგრადი ზრდით და მნიშვნელოვნად აძლიერებს ბანკის პოზიციებს ბაზარზე.ლიბერთი, ტრადიციული საცალო და ბიზნეს საბანკო მომსახურების პარალელურად, აქტიურად აგრძელებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს და დისტანციური მომსახურების არხების განვითარებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ციფრული მომხმარებელთა რაოდენობა 12.6%-ით, 1 მილიონამდე გაიზარდა, რაც თანამედროვე საბანკო სერვისებზე მზარდ მოთხოვნასა და მომხმარებელთა ქცევის ეტაპობრივ ცვლილებაზე მიუთითებს.2026 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლები სრულად ასახავს ლიბერთის მყარ პოზიციას საქართველოს საფინანსო ბაზარზე, ბიზნესის ძირითადი მიმართულებების ზრდასა და მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული მომსახურების თანმიმდევრულ განვითარებას.2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკი კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული. 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მონაცემებით ბაზისბანკის აქტივები 6.2 მილიარდი ლარია, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.7 მილიარდი ლარი, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4 მილიარდი ლარი. 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგების ზრდამ 44%, 74 მილიონი ლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეურაცხყოფისთვის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის - ვახტანგ ცინცაძერუსთავი 2
  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
  • გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაციაფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა - სამინისტრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა - სამინისტრო

BM.GE

წყალტუბოში ერთ-ერთ კომპანიას 1900 კგ საქონლის ხორცი უკანონოდ გადაჰქონდა - შემოსავლების სამსახური

წყალტუბოში ერთ-ერთ კომპანიას 1900 კგ საქონლის ხორცი უკანონოდ გადაჰქონდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE

„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

BM.GE

ნავთობის ფასი $75-მდე შემცირდა

ნავთობის ფასი $75-მდე შემცირდა

BM.GE