
ლიზა კუკი FED-ში დარჩება - დონალდ ტრამპმა ცენტრალური ბანკის გუბერნატორთან დავა წააგო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს FED-ის საბჭოს წევრის, ლიზა კუკის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება არ მისცა. როგორც ირკვევა, უმაღლესმა ინსტანციამ გაიზიარა ქვედა ინსტანციების ის გადაწყვეტილებები, რომლებმაც ლიზა კუკის პოზიცია დაიცვეს და მიიჩნია, რომ პრეზიდენტს კონკრეტული მიზეზის ან მტკიცებულებების ერთობლიობის გარეშე მსგავსი ნაბიჯის გადადგმის უფლება არ ჰქონდა. მოსამართლეების შეფასებით, აშშ-ის ცენტრალური ბანკი საკუთარი უნიკალური სტრუქტურით სრულიად განსხვავებული სააგენტოა და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების ისე მიღება, როგორც ეს პრეზიდენტს სხვა საჯარო სააგენტოების შემთხვევაში შეუძლია, კანონგარეშეა. შესაბამისად, ამ მოცემულობით პრეზიდენტის აღმასრულებელი განჩინება გაუქმებულია, ლიზა კუკი კი პოსტს დაუყოვნებლივ დაუბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა FED-ის საბჭოს წევრის გათავისუფლების პროცესი გასული წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო. პრეზიდენტმა ლიზა კუკი ფინანსურ თაღლითობაში დაადანაშაულა. მაშინ ბრალდებულმა გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და ტრამპს უჩივლა. მალე NBC News-მა მოიპოვა კუკის საბანკო დოკუმენტებიც, რომლებმაც ცხადყო, რომ პრეზიდენტის ბრალდებები უსაფუძვლო იყო.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება გლობალურ ბაზრებზე, რადგან FED-ის დამოუკიდებლობა ინვესტორებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ გარე აქტორებს ეცოდინებათ, რომ ქვეყნის ეროვნული ბანკი არა დამოუკიდებლად, არამედ ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ მოქმედებს, ეს მის მიმართ ნდობას მკვეთრად შეამცირებს.
BM.GE
წყარო: bm.ge