მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მადლობა ეროვნულ ბანკს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის | ირაკლი კობახიძე რეზერვების ზრდაზე
მადლობა ეროვნულ ბანკს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის | ირაკლი კობახიძე რეზერვების ზრდაზე

მადლობა ეროვნულ ბანკს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის | ირაკლი კობახიძე რეზერვების ზრდაზე

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 16:37|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების ზრდა სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ბათუმში, ჟურნალისტებთან საერთაშორისო რეზერვების რეკოდრული მაჩვენებლების შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა. "ყველა პარამეტრი არის დაცული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი", - განაცხადა მან.

პრემიერის თქმით, მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა საერთო სავალუტო რეზერვებმა.

„საერთაშორისო რეზერვები ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გამოვირჩევით ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხით, ყველა პარამეტრი არის დაცული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი. წლევანდელი შვიდი თვის მაჩვენებელი არის 7.9%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ეს ყველაფერი, იძლევა იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ სავალუტო რეზერვები და აქ ხაზი უნდა გაესვას ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ძალიან ეფექტიან მუშაობას - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა. მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს და მთლიანად ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის, სწორედ ამის შედეგია რეკორდულ ნიშნულზე არსებული სავალუტო რეზერვები“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, "გემოფესტზე" იმყოფებოდარუსთავი 2
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდაიმედი
  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
კობახიძე →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ჩვენ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი ვართ. ძლიერი ევროპა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის | კობახიძე

ჩვენ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი ვართ. ძლიერი ევროპა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის | კობახიძე

BM.GE

როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს - კალაძე ტრამვაის პროექტზე

როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს - კალაძე ტრამვაის პროექტზე

BM.GE

ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერი კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა | კობახიძე ღარიბაშვილზე

ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერი კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა | კობახიძე ღარიბაშვილზე

BM.GE

"ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას" - ირაკლი კობახიძე მის შეცვლაზე

"ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას" - ირაკლი კობახიძე მის შეცვლაზე

BM.GE