მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას" - ირაკლი კობახიძე მის შეცვლაზე
"ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას" - ირაკლი კობახიძე მის შეცვლაზე

"ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას" - ირაკლი კობახიძე მის შეცვლაზე

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 16:24|bm.ge

„სამ თვეში ერთხელ ისმება ხოლმე ეს კითხვა“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას მთავრობის შესაძლო ცვლილებებისა და მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა სამთავრობო ცვლილებებს და ხომ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციას, მათ შორის, მინისტრების მსგავსად თანამდებობის დატოვებას, კობახიძემ განაცხადა : „მე ერთადერთ რამეს ველოდები, რომ სამ თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას“.

ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, კობახიძის თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტს ზურაბ პოლოლიკაშვილი დაიკავებდა.

“ასეთი მარტივი “ჩორტაობა” შედეგს [არ მოიტანს]”, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, უთქვამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს მისთვის, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს, კობახიძემ კვლავ აღნიშნა: „მე ჩემს თავზე ვარ პასუხისმგებელი. სამ თვეში ერთხელ ისმება ეს კითხვა, ველოდები, რომ სამ თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას“.

ჟურნალისტის განმეორებით კითხვაზე, უთქვამს თუ არა ივანიშვილს, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა დატოვოს თანამდებობა, კობახიძემ უპასუხა: „სამ თვეში... ველოდებით ამ კითხვით კიდევ ერთხელ“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, "გემოფესტზე" იმყოფებოდარუსთავი 2
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდაიმედი
  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს - კალაძე ტრამვაის პროექტზე

როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს - კალაძე ტრამვაის პროექტზე

BM.GE

მადლობა ეროვნულ ბანკს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის | ირაკლი კობახიძე რეზერვების ზრდაზე

მადლობა ეროვნულ ბანკს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის | ირაკლი კობახიძე რეზერვების ზრდაზე

BM.GE

ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერი კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა | კობახიძე ღარიბაშვილზე

ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერი კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა | კობახიძე ღარიბაშვილზე

BM.GE

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება - EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება - EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

BM.GE