მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მადლობა პარლამენტს, რომ სებ-ს შესაბამისი რეგულაციების შექმნის შესაძლებლობა მისცა - ვაკო თურნავა ლარის სტებლკოინის გამოშვებაზე
მადლობა პარლამენტს, რომ სებ-ს შესაბამისი რეგულაციების შექმნის შესაძლებლობა მისცა - ვაკო თურნავა ლარის სტებლკოინის გამოშვებაზე

მადლობა პარლამენტს, რომ სებ-ს შესაბამისი რეგულაციების შექმნის შესაძლებლობა მისცა - ვაკო თურნავა ლარის სტებლკოინის გამოშვებაზე

BM.GE25 მაისი, 2026, 16:56|bm.ge

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ კომპანია Tether ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა“, - ამის შესახებ დეპუტატმა ვაკო თურნავამ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

თურნავას თქმით, Tether-ის დამფუძნებლების ჩამოსვლა და მათი მხრიდან ინტერესის გამოხატვა საქართველოსთვის დიდი ნაბიჯია, რადგან კომპანიას ქვეყანაში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელების პოტენციალი აქვს.

"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ კომპანია Tether ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა. ალბათ მსოფლიო მასშტაბით ათეულში, ან ოცეულში მაინც. ზუსტად დღეს მათი აქ ყოფნა, დამფუძნებლების ჩამოსვლა და ინტერესის გამოთქმა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ნაბიჯია. იმიტომ, რომ ამ კომპანიას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში ასეულობით მილიონი და მილიარდობით ინვესტიცია განახორციელოს.

სხვათა შორის, ეს მათი პირველი ჩამოსვლა არ ყოფილა [საქართველოში], უკვე მესამე ვიზიტი იყო. მათ საქართველოში სხვადასხვა სტარტაპში რამდენიმე ასეული მილიონი უკვე აქვთ ჩადებული. ზუსტად ეს არის ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდი, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე იყოს, და სწორედ ასე ხდება.

მადლობა პარლამენტს, რადგან მათ ეროვნულ ბანკს მისცეს შესაძლებლობა, შესაბამისი რეგულაციები შეემუშავებინა, რათა ასეთი კომპანიებისთვის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა უფრო მარტივი ყოფილიყო. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ბევრ საინტერესო ინვესტიციას დააანონსებენ. ამას, რა თქმა უნდა, დამატებითი სტიმულიც ექნება, რადგან როდესაც ასეთი დიდი კომპანიები შემოდიან, მათთან ერთად ბევრი სხვა კომპანიაც შემოდის, რაც კიდევ უფრო დიდ განვითარებას გამოიწვევს", - განაცხადა ვაკო თურნავამ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მედიასთან.

Tether საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ქართული ლარის სტეიბლკოინის GEL₮-ის გამოშვებას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, პროექტი ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ვალუტა სპეციალურად შექმნილი რეგულაციური ჩარჩოს პირობებში ციფრულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაში ინტეგრირდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, GEL₮ ქართული ლარის ციფრული ვერსია იქნება და მიზნად ისახავს ტრანზაქციების გაიაფებას, თითქმის მყისიერ ანგარიშსწორებასა და ციფრულ ფინანსურ სისტემებში გადარიცხვების გამარტივებას. პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ფინტექის განვითარებას, ისე საერთაშორისო გადახდებსა და რეგიონში ციფრული ფინანსური ინფრასტრუქტურის გაფართოებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ეკატერინე მიქაბაძე: ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებსრუსთავი 2
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

BM.GE

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

BM.GE

$347 000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და 119 731-ლარიანი ხელფასი - მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაცია

$347 000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და 119 731-ლარიანი ხელფასი - მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაცია

BM.GE