მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაისში ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა, რაც ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან სრულ თანხვედრაშია - სებ
მაისში ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა, რაც ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან სრულ თანხვედრაშია - სებ

მაისში ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა, რაც ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან სრულ თანხვედრაშია - სებ

BM.GE3 ივნისი, 2026, 16:11|bm.ge

მაისში წლიური ინფლაციის 5.7%-მდე შემცირება სრულ თანხვედრაშია ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან და მოლოდინებთან - ამის შესახებ სების პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო გლობალურად გაძვირებულმა ნავთობმა საქართველოში ფასების ზრდა გამოიწვია, მაისში ინფლაციის ტემპი აპრილთან (5.9%) შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ფასების დინამიკაზე კვლავ დიდ გავლენას ახდენს საგარეო შოკები.

ეკატერინე მიქაბაძის განმარტებით, ენერგორესურსების მკვეთრმა გლობალურმა ზრდამ საქართველოში საწვავის გაძვირება გამოიწვია, რამაც პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტებით აპრილში ინფლაცია დროებით 5.9%-მდე გაზარდა.

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების სტაბილურ დონეზე შენარჩუნების მიზნით მონეტარული პოლიტიკა ზომიერად გაამკაცრა. სების პროგნოზით, თუ რეგიონში არსებული კონფლიქტი ეტაპობრივად დარეგულირდება, ფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაიკლებს.

„ინფლაციის სამომავლო დინამიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონფლიქტის ხანგრძლივობასა და სიმწვავეზე, თუმცა დღეს არსებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, კონფლიქტის ეტაპობრივად დარეგულირების შემთხვევაში, ინფლაციაც თანდათან შემცირდება და 2027 წელს მიზნობრივი მაჩვენებლის (3%) გარშემო დასტაბილურდება“, - აცხადებს ეკატერინე მიქაბაძე.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკისთვის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2026 წელს 3.0%-ია.

ოქროს ბეჭედი +54%, დიზელი +48%... - რა გაძვირდა|გაიაფდა მაისში ყველაზე მეტად?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობსიმედი
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →ბანკის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE