
მაისში ხელფასის მიმღებთა რიცხვი წლიურად 1 012 440-მდე გაიზარდა - როგორია სახელფასო კატეგორიების მაჩვენებელი?
მაისის მონაცემებით, ქვეყანაში თვიურ ხელფასს, 1,012,440 პირი იღებდა, რაც 2026 წლის აპრილთან შედარებით უცვლელი, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით 2.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2026 წლის მაისში ხელფასის მოცულობების მიხედვით, მიმღებთა რაოდენობები ასე შეიცვალა:
• 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, საერთო რაოდენობის 3% იღებდა, რაც 2026 წლის აპრილთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია და 114 405 ადამიანს შეადგენს. • 600-დან 1200 ლარამდე ხელფასს 18% ანუ 182 239 ადამინი იღებდა, წინა თვესთან შედარებით ეს რიცხვი არ შეცვლილა; • 1200-დან 2400 ლარამდე ხელფასს 35% ანუ 354 354 ადამიანი იღებდა და წინა თვესთან შედარებით ამ პირთა რაოდენობა 1 პპ-ით გაიზარდა; • 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 35.8% იღებდა, რაც 2026 წლის აპრილთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. • 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.1% ანუ 31 385 პირი იღებდა, რაც 2026 წლის აპრილთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.