მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაისში თბილისში ბინების გაყიდვები და ფასი გაიზარდა - Galt & Taggart
მაისში თბილისში ბინების გაყიდვები და ფასი გაიზარდა - Galt & Taggart

მაისში თბილისში ბინების გაყიდვები და ფასი გაიზარდა - Galt & Taggart

BM.GE1 ივლისი, 2026, 15:37|bm.ge

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში თბილისში 3 748 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის მაისთან შედარებით, ასევე გაიზარდა გასაყიდი ბინების ფასი და კვ.მ-ზე 1 412 დოლარი შეადგინა.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2026 წლის მაისში პირველად ბაზარზე მოთხოვნა უცვლელი დარჩა, რაც გასული წლის მაისის მაღალ ბაზას ასახავს. აღსანიშნავია, რომ გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად მცირედით გაიზარდა, თუმცა გაყიდული ფართობი შემცირდა, რაც მაისში გაყიდული ბინების საშუალო ზომის შემცირებას უკავშირდება. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ზედიზედ მერვე თვეა მცირდება. პირველად ბაზარზე ფასმა ზრდა ზომიერი ტემპით განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე ფასის მცირე კლება დაფიქსირდა, რაც აპრილში მკვეთრი ზრდის შემდეგ ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს.

მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12%-ით გაიზარდა და 1 924 შეადგინა (2026 წლის 5 თვეში +15% წ/წ). პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 9.7%-ით გაიზარდა და 1 824 შეადგინა (2026 წლის 5 თვეში +13% წ/წ).

საინვესტიციო ბანკის ცნობითვე, 2026 წლის 5 თვეში, თბილისში სულ 18,296 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 1.6 მლრდ დოლარი შეადგინა (+22% წ/წ).

რაც შეეხება მიწოდებას, 2026 წლის მაისში ნებართვა გაიცა 23 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 165,484 კვ.მ შეადგინა (-18% წ/წ). აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მერვე თვეა მცირდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია. ჯამურად, 2026 წლის 5 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 34%-ით შემცირდა.

2025 წლის მაისთან შედარებით, გაძვირებულია თბილისში ბინის ქირაც. კერძოდ, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 9.9 დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი - 8.4%.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნაიმედი
  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მონაწილეობა?

დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მონაწილეობა?

BM.GE

საქართველოს შეუძლია, რეგიონში მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ჰაბი გახდეს - ნინო მენთეშაშვილი

საქართველოს შეუძლია, რეგიონში მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ჰაბი გახდეს - ნინო მენთეშაშვილი

BM.GE

"ვცდილობთ, სვანეთში უცხოელი არტისტებიც ჩამოვიყვანოთ" - „დალა ივენთსი" 2027 წლისთვის მასშტაბის ზრდას გეგმავს

"ვცდილობთ, სვანეთში უცხოელი არტისტებიც ჩამოვიყვანოთ" - „დალა ივენთსი" 2027 წლისთვის მასშტაბის ზრდას გეგმავს

BM.GE

„ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

„ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

BM.GE