მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარი საფუძველია, რომ 2027 წელს ვიხილოთ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება - ლაშა ქავთარაძე
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარი საფუძველია, რომ 2027 წელს ვიხილოთ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება - ლაშა ქავთარაძე

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარი საფუძველია, რომ 2027 წელს ვიხილოთ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება - ლაშა ქავთარაძე

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 19:49|bm.ge

Galt&Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის შეფასებით, ასრსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარი საფუძველია, რომ 2027 წელს ქვეყნის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდეს. მან ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

"2026 წლის ბიუჯეტის დეფიციტი იგივე დონეზე არის, რაც 2025 წელს გვქონდა 1.4%. ერთ-ერთი სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ასეთი განმარტება იყო, რომ თუ ჩვენს მოსალოდნელზე უფრო უკეთესი პარამეტრები დაფიქსირდება 2026 წელს, ეს შესაძლოა საფუძველი გახდეს, რომ რეიტინგის გადახედვა მოხდეს უკვე შემდგომ პერიოდში. ვფიქრობთ, რომ ეს პარამეტრი - ფისკალური დეფიციტი, ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც, ეს ისტორიულ მინიმუმამდე დაფიქსირდება მიმდინარე წელს. ბევრი პოზიტივი გვაქვს: საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე არის და ველოდებით, რომ ეს ზრდის ტემპი კიდევ გაგრძელდება. აი ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ფაქტობრივად, არის მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ 2027 წელს ვიხილოთ რეიტინგის გაუმჯობესება სარეიტინგო კომპანიებისგან",- ამბობს ეკონომისტი.

მან ისაუბრა 2027 წლის ბიუჯეტზეც და აღნიშნა, რომ მთავრობის ვალის მშპ-სთან თანაფარდობის გათვალისწინებით, კარგი ბუფერი არსებობს მოსალოდნელი რყევებისთვის.

"2027 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი რომ შევაფასოთ: ბიუჯეტის დეფიციტი არის 2.5%-ზე დაგეგმილი და ფაქტობრივად ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ინფრასტრუქტურული ხარჯები უფრო მეტად იზრდება 2027 წელს. ანუ ინფრასტრუქტურული ხარჯები იგივე ტემპით რომ ჩადებულიყო 2027 წლის ბიუჯეტში, როგორიც ეს 2026 წელს არის მოსალოდნელი, მაშინ ბიუჯეტის დეფიციტი კვლავ 2%-ზე ნაკლები გამოდიოდა 2027 წლისთვის.

სხვას რასაც ვხედავთ ამ კანონპროექტში, არის ის, რომ საგადასახადო შემოსავლები იზრდება 7.7%-ით. ის ჩამორჩება ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს და შესაბამისად საგადასახადო შემოსავლების ტვირთი, ანუ მისი ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 23.4%-მდე მცირდება 2027 წელს.

რაც შეეხება ხარჯების ნაწილს: მთლიანობაში მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან 28.5%-ის ფარგლებში არის დაგეგმილი. აქედან კაპიტალური ხარჯების წილი 6.7%-მდე არის, ანუ გაზრდილი არის მიმდინარე წლის მოსალოდნელი 6.4%-იდან და საყურადღებოა ისიც, რომ მთავრობის ვალს თუ შევხედავთ, აქ ვხედავთ, რომ საშინაო ვალის აღება 2027 წელს იქნება, როდესაც საგარეო ვალის აღებას გადააჭარბებს და წილობრივადაც, მაგალითად, საშინაო ვალის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან 11.7%-იდან 12.7%-მდე იზრდება, ხოლო საგარეო ვალის წილი მიმდინარე წლის მოსალოდნელი 20.2%-იდან 18.8%-მდე მცირდება. ანუ ამ კუთხითაც, ასე ვთქვათ, კარგი არის და მთლიანად მთავრობის ვალის წილი 31.6%-ზე არის დაგეგმილი 2027 წელს. ამას თუ შევადარებთ ჩვენ პანდემიამდელ პერიოდს, 2019 წელს, მაშინ მარტო საგარეო ვალის წილი იყო მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 31.6%, რაც ახლა სულ მთლიანად ამ ვალის წილის ფარდობა არის. რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ამ მხრივ აქვს კარგი ბუფერი, რომ უფრო მეტად მომზადებული შევხვდეთ ჩვენ მოსალოდნელ საგარეო რყევას, შოკს (ეს კრიზისი იქნება თუ რამე), როგორც მაგალითად მოულოდნელად მოხდა, ვთქვათ, 2020 წელს, ხომ, პანდემია. ამ კუთხით, ასე ვთქვათ, ეს ბუფერები გროვდება და საკმაოდ კარგია.

რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშის ბალანსს, მოკლედ გეტყვით: პირველ ნახევარში საკმაოდ კარგი ტენდენცია არის 2.5% არის და ფაქტობრივად ყველა კომპონენტი გაუმჯობესდა. ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა მასზე იქონია ტრანსფერების ბალანსის ზრდამ, შემდეგ მოდის მომსახურების ბალანსი და მერე უკვე უარყოფითი ბალანსები რაც გვაქვს: ეს არის საქონლით ვაჭრობა, რომელიც შემცირდა (და როდესაც მცირდება, ესეც პოზიტიურ გავლენას ახდენს) და პირველადი შემოსავლების უარყოფითი ბალანსი, ესეც შემცირდა და საბოლოოდ მივიღეთ სურათი, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი (რომელიც უარყოფითი გვაქვს ჩვენ ისტორიულად), შემცირდა. აქ ერთი ნიუანსი არის: თუ ჩვენ მიმდინარე ანგარიშის ბალანსიდან გამოვრიცხავთ რეინვესტიციებს (რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც უცხოური კომპანია ოპერირებს და ის ტოვებს ბიზნესში თანხებს, ხომ), ეს მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე უარყოფითად აისახება. მაგრამ თუ ამ თანხებს ამოვიღებთ, მაშინ მინიმუმამდე იყო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში და 0.3% იყო მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ. ის, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის დაბალი, ეს პოზიტიურად აისახება გაცვლით კურსზე, იმიტომ რომ, ასე ვთქვათ, წინა წლებთან შედარებით უფრო ნაკლები ვალუტა გადის ქვეყნიდან. გაცვლითი კურსი მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში სტაბილურად შენარჩუნდეს და საშუალო 2.65 გამოდის. მომდევნო წლისთვის ჩვენი მოლოდინია, რომ 2.63-მდე გამყარდება საშუალო გაცვლითი კურსი",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში პირველად, ლეგენდარული ამერიკული საავტომობილო ბრენდის, Cadillac-ის შოურუმი იხსნება

საქართველოში პირველად, ლეგენდარული ამერიკული საავტომობილო ბრენდის, Cadillac-ის შოურუმი იხსნება

BM.GE

რამდენად გაიზარდა პენსია რეალურად 15 წელიწადში?

რამდენად გაიზარდა პენსია რეალურად 15 წელიწადში?

BM.GE

აზერბაიჯანი და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან - შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა

აზერბაიჯანი და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან - შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა

BM.GE

რუსეთი უარყოფს ლაბორანტის შავი ჭირით გარდაცვალებას, თუმცა ადგილზე საკარანტინო ზომები რჩება

რუსეთი უარყოფს ლაბორანტის შავი ჭირით გარდაცვალებას, თუმცა ადგილზე საკარანტინო ზომები რჩება

BM.GE