მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაკრონი ახალი შეიარაღების მიწოდების დაჩქარებას დაგვპირდა - ზელენსკი
მაკრონი ახალი შეიარაღების მიწოდების დაჩქარებას დაგვპირდა - ზელენსკი

მაკრონი ახალი შეიარაღების მიწოდების დაჩქარებას დაგვპირდა - ზელენსკი

BM.GE23 აგვისტო, 2026, 14:18|bm.ge

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის ახალი ფრანგული სამხედრო აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარების მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

ზელენსკის თქმით, მაკრონთან საუბარი თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მხარეებმა, მათ შორის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტი განიხილეს.

„შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე. მისი თქმით, მაკრონი ასევე მზად არის, უკრაინის სახელით მიმართოს იმ მოკავშირე ქვეყნებს, რომლებსაც ამერიკული წარმოების Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მარაგები აქვთ.

ცნობისთვის, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა ამჟამად ერთადერთი შეიარაღებაა უკრაინის არსენალში, რომელსაც შეუძლია რუსეთის მიერ გამოყენებული მაღალსიჩქარიანი ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება. რუსეთის მიერ საჰაერო იერიშების გაძლიერების ფონზე ზელენსკი მოკავშირეებს არაერთხელ მოუწოდებდა, უკრაინისთვის მეტი Patriot-ის რაკეტა მიეწოდებინათ.

უკრაინა ასევე ელოდება იტალიურ-ფრანგული SAMP/T-NG-ის ახალი თაობის სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიღებას. ექსპერტების შეფასებით, სისტემას ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება უნდა შეეძლოს, თუმცა ის საბრძოლო პირობებში ჯერ არ გამოუცდიათ. ევროპელი დიპლომატები ადრე აცხადებდნენ, რომ სისტემის მიწოდება უკრაინისთვის მომავალი წლის გაზაფხულამდე არ არის მოსალოდნელი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზეც დაწერა. მისი თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტთან რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის გამო მწუხარება და შეშფოთება გამოხატა. აღსანიშნავია, რომ 21 აგვისტოს რუსულ თავდასხმას, უკრაინული მხარის ინფორმაციით, სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა, 130 კი დაშავდა.

„სამოქალაქო მოსახლეობის მუდმივად სამიზნეში ამოღებით, დაშინებისა და ესკალაციის გზის არჩევით, რუსეთი, სავარაუდოდ, ძალის დემონსტრირებას ცდილობს, თუმცა, უპირველესად, საკუთარ სისუსტეს ავლენს“, - განაცხადა მაკრონმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

BM.GE

მთავრობამ რამდენიმე ჰესის მშენებლობისთვის კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები მოიწონა

მთავრობამ რამდენიმე ჰესის მშენებლობისთვის კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები მოიწონა

BM.GE

პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"

პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"

BM.GE

23 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

23 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE