
მთავრობამ რამდენიმე ჰესის მშენებლობისთვის კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები მოიწონა
მთავრობამ რამდენიმე ჰესის მშენებლობისთვის კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები მოიწონა. საუბარია სამ ჰესზე: „ნიალა ჰესზე“, „ბრილი ჰესზე“ და „ზეგანი ჰესი 1“-ზე.
აღნიშნული ჰესების პროექტებზე კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები მთავრობამ 18 აგვისტოს განკარგულებებით მოიწონა.
კერძოდ, მოწონებულია საქართველოს მთავრობასა და შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ შორის „ნიალა ჰესის“, მთავრობასა და შპს „ჰიდრომატიკა 1“-ს შორის „ბრილი ჰესის“ და შპს „ზეგანი ჰესთან“ „ზეგანი ჰესი 1“-ის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულებები.
აღსანიშნავია, რომ „ზეგანი ჰესთან“ დაკავშირებით, მთავრობას 2024 წლის 19 ნოემბერს ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების თაობაზე ხელშეკრულება შპს „მეტრო ექსპრესთან“ ჰქონდა გაფორმებული, რომელიც შეწყდა.
მთავრობის განკარგულებებით, სამივე ჰესის შემთხვევაში ხელშეკრულებებს ეკონომიკის მინისტრმა უნდა მოაწეროს ხელი.
ცნობისთვის
შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „გრინ – ენერჯი ჰოლდინგი”. თავის მხრივ აღნიშნული ჰოლდინგის მფლობელია (95%) ბიზნესმენი მინდია საბანაძე, 3% და 2%-იანი წილის მფლობელები კი გიორგი შუკაკიძე და დავით ხაჩიძე.
შპს “ჰიდრომატიკა 1“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მეწილეები არიან გიორგი აბრამიშვილი (85%) და ილია რაზმაძე (15%).
შპს „ზეგანი ჰესი“ კი 2024 წელსაა შექმნილი და მისი მმართველია გიორგი შარეიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge