მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"
პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"

პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"

BM.GE23 აგვისტო, 2026, 13:32|bm.ge

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის ეკონომიკურ ობიექტებზე თავდასხმებით „პანდორას ყუთი გახსნა“ და მოსკოვი საპასუხოდ უკრაინის ეკონომიკის „ყველაზე მგრძნობიარე სექტორებზე“ დარტყმებს განახორციელებს.

პუტინის განცხადება უკრაინის მიერ რუსეთის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე დრონებით გახშირებულ თავდასხმებს მოჰყვა. უკრაინა ბოლო პერიოდში რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს, ლოგისტიკურ ობიექტებსა და მსხვილი ონლაინ-ვაჭრობის კომპანიების საწყობებს ესხმის თავს. კიევი აცხადებს, რომ ასეთი ობიექტები რუსეთის სამხედრო ძალისხმევას და ომის ეკონომიკურ საფუძველს ემსახურება.

„კიევის რეჟიმმა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება გადაწყვიტა. რა გააკეთა? მან თავად გახსნა ეს პანდორას ყუთი. მაშინ დაელოდეთ პასუხს, რომელიც თქვენი ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკური სექტორებისკენ იქნება მიმართული.“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის

ბოლო პერიოდში უკრაინის ერთ-ერთი სამიზნე გახდა რუსეთის მსხვილი ონლაინ-რიტეილერების - Wildberries-ისა და Ozon-ის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. 22 აგვისტოს რუსეთის სამარის რეგიონში Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზე განხორციელებულმა დრონებით თავდასხმამ ობიექტის მუშაობა შეაჩერა და, კომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკაზე თავდასხმებს ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლა არ შეუძლია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოსკოვი კვლავ მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მოლაპარაკებები, მისი თქმით, ადგილზე არსებულ რეალობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უკრაინის მიერ შუამავლების მეშვეობით შეთავაზებულ წინადადებებს, რომლებიც მან „ეგზოტიკურად“ შეაფასა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • ფედოროვის განცხადებით, ომის ძლიერი პოზიციიდან დასრულებაში უკრაინას კორუფცია უშლის ხელსიმედი
  • უკრაინამ ეისკის ნავთობჩამტვირთავ კომპლექსს დაარტყაფორმულა
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
უკრაინის →ობიექტს →

მსგავსი სტატიები

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

BM.GE

მთავრობამ რამდენიმე ჰესის მშენებლობისთვის კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები მოიწონა

მთავრობამ რამდენიმე ჰესის მშენებლობისთვის კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები მოიწონა

BM.GE

მაკრონი ახალი შეიარაღების მიწოდების დაჩქარებას დაგვპირდა - ზელენსკი

მაკრონი ახალი შეიარაღების მიწოდების დაჩქარებას დაგვპირდა - ზელენსკი

BM.GE

23 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

23 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE