მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მალე გახდება ცნობილი, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის გადატანა - კახა კალაძე
მალე გახდება ცნობილი, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის გადატანა - კახა კალაძე

მალე გახდება ცნობილი, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის გადატანა - კახა კალაძე

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 18:32|bm.ge

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ლილოს ნაგავსაყრელის ამჟამინდელი მდგომარეობა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ის პრობლემას წარმოადგენს, როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით. მან ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომლის თანახმად გაირკვევა, რამდენად მიზანშეწონილი და შესაძლებელია ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა.

„არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის პრობლემა ნაჟური წყლების (ლიჩეტის), რომელიც პირდაპირ არხში ჩაედინება და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით.

შესაბამისად, პირველი, რაც გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით და დაფინანსებით, არის გამწმენდი სისტემის მოწყობის პროექტი. უკვე არსებობს კონკრეტული კომპანია, დაწყებულია სამუშაოები, რომელიც 2027 წლის სექტემბრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს. ამით სუნთან და ნაჟური წყლების არხში ჩადინებასთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოწესრიგდება, თუმცა ეს ნაგავსაყრელის პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის განიხილება საერთაშორისო სტანდარტების ნაგავგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობა და ნაგავსაყრელის გადატანის მართებულობაც.

„გვექნება კვლევის შედეგები და გვეცოდინება სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი აღნიშნული ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა და რომელ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლება ამის განხორციელება.

რამდენიმე ალტერნატიული სივრცე არსებობს, სადაც მუნიციპალიტეტი განიხილავდა ნაგავსაყრელის გადატანის შესაძლებლობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის რაღაცა საკუთარი ნივთი რომ აიღო და პირადად მე მივიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. საჭიროა კვლევები, თუ რამდენად სწორი იქნება ამის გაკეთება, რამდენად ოპტიმალური იქნება ხარჯების თვალსაზრისით და ბიუჯეტს მიადგება თუ არა ზიანი. შესაბამისად, ჩვენ დაქირავებული გვყავს უცხოური კომპანია, რომელიც აკეთებს მოკვლევას ამასთან დაკავშირებით და როგორც კი გვექნება პასუხები, საზოგადოებასაც ვაცნობებთ. ეს უკვე ძალიან მალე იქნება ცნობილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • კადრებში საეჭვო ვერაფერი დავინახე - კალაძე დავითაძის საქმეზეტვ პირველი
  • კახა კალაძე ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაარუსთავი 2
  • კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთიმედი
  • კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?ფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

BM.GE

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

BM.GE

50 000 ლარამდე ავტოსესხი ბარიერების გარეშე – "ევროკრედიტის" სპეციალური შეთავაზება 31 ოქტომბრამდე

50 000 ლარამდე ავტოსესხი ბარიერების გარეშე – "ევროკრედიტის" სპეციალური შეთავაზება 31 ოქტომბრამდე

BM.GE

კანონით უნდა გაიზარდოს, თუმცა ბიუჯეტში თანხა არ არის - გაეზრდებათ თუ არა ხელფასი პარლამენტის წევრებს?

კანონით უნდა გაიზარდოს, თუმცა ბიუჯეტში თანხა არ არის - გაეზრდებათ თუ არა ხელფასი პარლამენტის წევრებს?

BM.GE