მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 00:10|bm.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

"ხაზი გაესვა დაკავშირებადობის გაძლიერებისა და რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებით განხორციელებული ერთობლივი პროექტებისა და სავაჭრო თანამშრომლობის შედეგად, აზერბაიჯანი 2000 წლიდან სტაბილურად იკავებს ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში.

დადებითად შეფასდა მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის რვა სამშენებლო კომპანიას სანქციები დაუწესა - მიზეზი დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობებია

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის რვა სამშენებლო კომპანიას სანქციები დაუწესა - მიზეზი დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობებია

BM.GE

ევროკავშირის მიერ სანქცირებულმა ბიზნესმენმა Yandex-ის დირექტორთა საბჭო დატოვა

ევროკავშირის მიერ სანქცირებულმა ბიზნესმენმა Yandex-ის დირექტორთა საბჭო დატოვა

BM.GE

თურქული Aselsan-ი საჰაერო თავდაცვის სისტემას ქმნის - კომპანიამ €523-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

თურქული Aselsan-ი საჰაერო თავდაცვის სისტემას ქმნის - კომპანიამ €523-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

BM.GE

იქამდე მივალთ, რომ საერთოდ ავტობიზნესს დავკარგავთ - ლაშა დარბაისელი რეექსპორტის ახალ მოსაკრებელზე

იქამდე მივალთ, რომ საერთოდ ავტობიზნესს დავკარგავთ - ლაშა დარბაისელი რეექსპორტის ახალ მოსაკრებელზე

BM.GE