მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიამ ქვრივიშვილი PASHA Holding-ის კომერციული და საერთაშორისო პროექტების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი PASHA Holding-ის კომერციული და საერთაშორისო პროექტების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი PASHA Holding-ის კომერციული და საერთაშორისო პროექტების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 01:06|bm.ge

ეკონომიკისა მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის მსხვილი ბიზნესჯგუფის PASHA Holding-ის კომერციულo და საერთაშორისო პროექტების აღმასრულებელ დირექტორ ელჩინ გადიმოვს შეხვდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში PASHA Holding-ის მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და მათი განვითარების გეგმები.

მათივე ცნობით, აქცენტი გაკეთდა მიმდინარე პროექტების განხორციელების ეტაპებზე, ასევე საქართველოში კომპანიის საქმიანობის გაფართოებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

"აღინიშნა, რომ PASHA Holding-მა საქართველოში 2015 წლიდან დღემდე დაახლოებით 60 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და უახლოეს მომავალში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სსიპ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი, ასევე PASHA Holding-ის წარმომადგენლები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.

PASHA Holding აზერბაიჯანში დაფუძნებული ერთ-ერთი მსხვილი დივერსიფიცირებული ბიზნესჯგუფია, რომელიც საბანკო და სადაზღვევო სექტორებთან ერთად, უძრავი ქონების, მშენებლობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში საქმიანობს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

BM.GE

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

BM.GE

Labubu-ს პოპულარობის ვარდნის ფონზე, Pop Mart-ის კვარტალურმა გაყიდვებმა 50%-მდე იკლო

Labubu-ს პოპულარობის ვარდნის ფონზე, Pop Mart-ის კვარტალურმა გაყიდვებმა 50%-მდე იკლო

BM.GE

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - მინდია საბანაძე

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - მინდია საბანაძე

BM.GE